ბერძნული მითოლოგია
ურანოსის და გეას ქორწინების შედეგად დაიბადნენ ტიტანები, ციკლოპები, ჰეკატონხეირები... გადმოცემის თანახმად ურანმა თავისი შვილები მიწაში ჩაყარა და მაღლა აღარ უშვებდა. შვილების ტანჯვამ გეა ააღელვა და კრონოსს ურჩია მამის წინაამღდეგ აღმსდგარიყო. მისი რჩევით კრონოსი ჩაუსაფრდა მამას, ცელით მოაჭრა სასქესო ორგანო და მამაკაცობა დააკარგვინა. მიწაზე დაცემული ურანის სისხლის წვეთებისგან წარმოიშვნენ ერინიები და გიგანტები, ხოლო ზღვაში მოხვედრილებისგან - აფროდიტე (ზოგიერთი მითის მიხედვით ამავე წვეთებისგან წარმოიშვნენ ფეაკებიც, რომლებსაც ამის გამო ხშირად ურანის და გეას შთამომავლებად მიიჩნევენ).
ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა ურჩხულთა ახალი თაობის წარმოშობა და ტახტი კრონოსს დარჩა.
გვიანდელი მითების მიხედვით ურანოსიც და გეაც - ნიქტის (ღამის ქალღმერთი) შვილები არიან.
ურანი ითვლებოდა ოკეანის სანაპიროზე მცხოვრები ატლანტების პირველ მეფედ. თავის ხალხს მან სხვადასხვა მეცნიერება შეასწავლა, სიკვდილის შემდეგ ცად ამაღლდა, განდიდდა და თანთათანობით ცასთან გააიგივეს.
ურანოსის შთამომავლობა:
ტიტანები: ოკეანოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კოიოსი, კრონოსი.
ტიტანიდები: მნემოსინე, რეა, თეია, ტეთისი, ფებე, თემიდა
ციკლოპები: ბრონტესი, სტეროპესი, არგესი
გიგანტები: ალკიონევსი, ათოსი, კლიტიოსი, ენკელადოსი, პორფირიონი, ეჩიონი, თეოდამასი
ერინიები: ალექტო, მეგარა, ტისიფონე
ჰეკატონჰეირები: ბრიარეოსი, კოტოსი, გიესი
No comments:
Post a Comment