ბერძნული მითოლოგია
ნიქტის და ერებოსის ქალიშვილი. ჰიპნოსის და თანატოსის, ნემესიდას და.
უბედობის, დავისა, შიმშილის, დარდის, ტკივილის, ბრძოლის, ღვარძლის ასევე შრომის დედა.
ჰომეროსის მიხედვით ომის ღმერთის არესის და. როდესაც ყველა ღმერთი სტოვებს ბრძოლის ველს სისხლით გაუმაძღარი ერიდა ისევ დადის და ახალ უბედურებს თესავს.
ყველაზე მეტად ცნობილი მითი ერიდას შესახებ დაკავშირებული განხეთილების ვაშლთან.
მისი უარყოფითი თვისებების გამო ის არც ღმერთებს უყვართ და არც ადამიანებს. სწორედ ამიტომ ღმერთებმა ის არ დაპატიჟეს პელევსისა და თეტიდას ქორწილში. განრისხებულმა ერიდამ დამსწრეთა შორის შუღლის ჩამოგდების მიზნით, გადაისროლა ოქროს ვაშლი წარწერით ”უმშვენიერესს”. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა, აფროდიტე, რომლებიც დავაში ჩაებდნენ ვაშლის მითვისებისთვის.
დავა დიდ ხანს გაგრძელდა, არცერთს არ უნდოდა დათმობა. ამიტომ დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს მიმართეს.
აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის ცოლი მშვენიერი ელენე ტროაში მოეტაცა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც 10 წლის შემდეგ ქალაქის დანგრევით დასრულდა.
ჰესიოდეს მიხედვით არსებობს ორი ერიდა. ერთი იწვევს ომებს და მტრობას და მისი გაგონება სიძულვის იწვევს. მეორე კი სასარგებლოა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ შრომაში შეჯიბრს იწვევს. სწორედ ეს ერიდა მოათავსა ზევსმა მიწის ფესვებს შორის რათა ხალხისთვის სარგებელი მოეტანა.
რომაულ მითოლოგიაში მისი ანალოგია დისკორდია.
No comments:
Post a Comment