ნემესიდა ბერძნების ერთ ერთი ყველაზე ძველი და საპატივცემო ქალღმერთია.
თავიდან ის მორალისა და პატიოსნების განსახიერებად ითვლებოდა. მოგვიანებით კი აღიარეს ღვთაებად, რომელიც სჯიდა ბუნების კანონზომიერების დამრღვევ ადამიანებს.
ნემესიდა თანაბარი სიმკაცრით სჯიდა სხვისი ბედნიერების მომსპობსა და საკუთარი ბედნიერებით გაამაყებულებს (მაგალითად: მან დასაჯა ნიობე).
კიდევ უფრო გვიან ნემესიდა იქცა შურისძიების ქალღმერთად.
ერთ-ერთი მითის მიხედვით ნემესიდა ზევსის ცოლი და ელენას დედაა. ზევსისაგან განრიდების მიზნით ნემესიდა გადაიქცა სხვადასხვა ცხოველებად, თევზებად, ბატად და სხვა, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველა და ბატად ქცეულს გედად ქცეული ზევსი მაინც დაუკავშირდა. ბატად ქცეულმა ნემესიდამ კვერცხი დადო და ამ კვერცხიდან ელენე გამოიჩეკა ( ხშირად ნემესიდას მაგივრად ლედაა დასახელებული).
ნემესიდას კულტი ხანდახან ერწყმის გეას და აფროდიტეს კულტს. ნემესიდას რომში განსაკუთრებით ჯარისკაცები აღიარებდნენ. ნემესიდა გამოისახებოდა ჩაფიქრებულ, ძალღონით აღსავსე ქალად. თან ახლდა სხვადასხვა ატრიბუტი. გადატანითი მნიშვნელობით ნემესიდა ნიშნავს დამსახურებულ ბედს, ზოგჯერ შურისძიებას.
No comments:
Post a Comment