10 October 2012

ქარონი

ქარონი ბერძნულ მითოლოგიაში ერებოსის (წყვდიადი) და ნიქტის (ღამე) ვაჟი. თანატოსის, ჰიპნოსის, ნემესიდას, მოირების, ჰემერას, ეთერის, მომოსის და ერიდას ძმა.


ქარონი ცხოვრობდა მიწისქვეშეთში და მდინარე სტიქსზე ან აქერონტზე (სევდის მდინარე) გადაყავდა მიცვალებულთა სულები. ლეგენდების თანახმად ქარონს სულები ჰადესის კარამდე მიყავს და იქ ართმევს გასამრჯელოს მეგზურობასა და მომსახურებისთვის. ამის გამო ძველად საბერძნეთში მიცვალებულებს პირში მონეტებს უდებდნენ. ამ რიტუალს საბერძნეთში “ნავლონს”, ხოლო რომში “დონაციას” უწოდებდნენ.

ჰადესმა უბრძანა სამუდამოდ გარდაცვლილთა სულების გადაყვანა, იმ პირობით თუ ისინი მიღებული წესით იქნებიან დასაფლავებულები.
ქარონი უმოწყალოდ იშორებს ნიჩბით მათ, ვინც მოკლებული იყო საფლავს და ვისაც არ ჰქონდა მონეტა მომსახურების გადასახდელად, ასეთი სულები ასწლეულობით დაძრწიან მდინარის (სტიქსის) პირას. ის ასევე გზას უღობავს ცოცხლებსაც, რომლებსაც ჰადესისა და პერსეფონას სამყოფელში სურთ მოხვედრა.
ჰერაკლე, ორფეოსი, თეზევსი -  აი ის ცოტა მოკვდავი ვინც ცოცხალმა მოახერხა მდინარის გადალახვა უფულოდ.
 ჰერაკლეს შემთხვევაში ჰერმესმა უბრძანა ქარონს გასამრჯელოს გარეშე გადაეყვანა ის მდინარის მეორე მხარეს.
ორფეოსის შემთხვევაში მისმა სიმღერამ და დაკვრამ ისე მოხიბლა ქარონი რომ არაფერი გამოურთმევია მისგან და არც იმას მიაქცია ყურადღება რომ ის ცოცხალი ადამიანი იყო.


ვერგილიუსის აღწერის მიხედვით ქარონი ჭუჭყიანი, ჭაღარა, თვალებბრიალა მოხუცია. დანტეს მიხედვით იგი ჭინკაა..

No comments:

Post a Comment