30 September 2012

ჰიპნოსი

ჰიპნოსი - ბერძნულ მითოლოგიაში ძილის და სიზმრების ღვთაება. ნიქტის (ღამე) და ერებოსის (წყვდიადი) ძე, თანატოსის (სიკვდილი) ტყუპისცალი ძმა.
ბერძნული მითოლოგია
ჰიპნოსს ქარიტა აგლაიასგან ეყოლა შვილები - მორფევსი (სიზმრებში ნებისმიერი ადამიანის სახეს იღებს), ფობეტორი ( სიზმრებში ცხოველის და ფრინველის სახეს ღებულობს ) და ფანტაზია (ადამიანებს ძილში უსულო საგნად ევლინება).

ჰესიოდეს მიხედვით ჰიპნოსს და თანატოსს არასოდეს უსწორებს თვალს ჰელიოსი (მზე). ჰიპნოსი თავისი ძმისგან- თანატოსისგან განსხვავებით ძალიან მშვიდი და კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ.

ჰომეროსის მიხედვით ჰიპნოსი ცხოვრობს კუნძულ ლემნოსზე, სადაც ჰერა ზევსის წინაამღდეგ ხლართავს ძაფებს. ის თხოვს ჰიპნოსს რომ ძილი მოჰგვაროს თავის ქმარს- ზევსს, სანამ ის დევნის ჰერაკლეს. გაშმაგებული ზევსისგან ნიქტი გადაარჩენს თავის შვილს ჰიპნოსს, ნიქტი ერთადერთია, ვისაც ზევსი ვერაფერს უბედავს.
ზევსის შიშით, ჰიპნოსი გადაიქცევა ფრინველად და მეორედ დააძინებს ზევსს, რომ აქეელებს მიეცეთ საშუალება გაიმარჯვონ ბრძოლაში. ჰერა მადლობის ნიშნად ჰპირდება ჰიპნოსს  პასიფეას - უმცროსს ულამაზეს ქარიტებს შორის.

"მეტამორფოზების" მიხედვით კიმერიელთა მიწაზე მდებარეობს გამოქვაბული, სადაც ცხოვრობს ჰიპნოსი, სადაც მუდამ ბინდია და დავიწყების წყარო გამოდის... ამ გამოქვაბულში ულამაზეს სარეცელზე ისვენებს ჰიპნოსი.

No comments:

Post a Comment