თანატოსს აქვს რკინის გული და ამიტომაც არავინ ებრალება. იგი ძალიან ეჯავრებათ არამარტო ადამიანებს, არამედ ღმერთებსაც, რადგანაც იგი ერთადერთი არსებაა, რომელზეც არ მოქმედებს არავითარი პატივისცემა და საჩუქრები.
ბერძნული მითოლოგია
თანატოსი შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ფრთოსანი არსებაა, მას ხელში ხმალი უჭირავს. სპარტაში არსებობდა თანატოსის კულტი. მოგვიანებით ხელოვნებაში, თანატოსი ფრთოსან ყმაწვილად გამოისახებოდა, რომელსაც ხელში ჩამქრალი ჩირაღდანი ეჭირა.
თანატოსს უკავშირდება ევრიპიდეს ტრაგედია "ალკესტიდა", სადაც პელიასის ქალიშვილს მიეცემა საშუალება თავისი მეუღლე ადმეტოსი თანატოსისგან (სიკვდილისგან) იხსნას, ის თვლის რომ ადმეტოსი სამეფოს და მემკვიდრეებს უკეთ მიხედავს და საკუთარ სულს სთავაზობს თანატოსს (სიკვდილს) ქმრის მაგივრად.
ამ დროს ადმეტოსის სახლს სტუმრობს ჰერაკლე, რომელიც გაიგებს რა ამ სამწუხარო და თავგანწირულ ამბავს - ჩავა აიდში და დაუბრუნებს ალკესტიდას თავის ქმარს.

No comments:
Post a Comment