25 September 2012

ერებოსი

ერებოსი წყვდიადის ღმერთი. ქაოსის შვილი, ნიქტის (ღამე) ძმა და მეუღლე. ნიქტისგან ყავდა შვილები: ეთერი  და ჰემერა (დღე). ბერძნული მითოლოგია

ამის გარდა, იმის გამო, რომ ნიქტისა და ერებოსის ქორწინება არაკანონიერი იყო, მათი ქორწინების შედეგად წარმოიშვნენ: თანატოსი (სიკვდილი), ჰიპნოსი (ძილი), კერა (ძალადობრივი სიკვდილი), ნემესიდა (შურისძიება), მოირები (ბედისწერის ქალღმერთები), ერიდა (განხეთქილება), ჰერასე (სიბერე), ქარონი (მენავე, რომელსაც აიდში გადაჰყავს გარდაცვლილთა სულები მდინარე სტიქსზე), აპათე (ტყუილი), ონირე (ცრუ სიზმრები), მომოსი (დაცინვა), ბოროტი დემონები, მწუხარება და ათასი სხვა უბედურება, რომელიც მითის თანახმად თან სდევნის და აწუხებს ამ დროიდან ადამიანებს.

ერებოსი არის ყველაზე ბნელი მხარე აიდისა, რომლის გავლაც უწევდა ყველა გარდაცვლილს სანამ მიაღწვდა აიდს.

No comments:

Post a Comment