ერებოსისგან მან დაბადა ნათელი ეთერი და ჰემერა (დღე). ამის გარდა, იმის გამო, რომ ნიქტისა და ერებოსის ქორწინება არაკანონიერი იყო, მათი ქორწინების შედეგად წარმოიშვნენ: თანატოსი (სიკვდილი), ჰიპნოსი (ძილი), კერა (ძალადობრივი სიკვდილი), ნემესიდა (შურისძიება), მოირები (ბედისწერის ქალღმერთები), ერიდა (განხეთქილება), ჰერასე (სიბერე), ქარონი (მკვდრების გადამზიდავი ჯოჯოხეთში), აპათე (ტყუილი), ონირე (ცრუ სიზმრები), მომოსი (დაცინვა), ბოროტი დემონები, მწუხარება და ათასი სხვა უბედურება, რომელიც, მითის თანახმად, თან სდევნის და აწუხებს ამ დროიდან ადამიანებს. ბერძნული მითოლოგია
ნიქტი ცხოვრობს ჰადესში (ტარტაროსში) და ყოველდღიურად გამოდის იქიდან დასავლეთის ჭიშკრით. ხელში აყვანილი ყავს ხოლმე ჰიპნოსი და თანატოსი. აქ, ნიქტი და ჰემერა (დღე) ხვდებიან ერთმანეთს ერთმანეთის ჩანაცვლებით და დედამიწას უვლიან გარსს.
ორფელების აზრით, ნიქტი მსოფლიოს არსებობის პირველად მიზეზია და თავისი თვისებებით სიკვდილის ღვთაებას უახლოვდება.
ბერძნული ტრაგედიების მიხედვით, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ნიქტი ვარსკვლავებით მოჭედილი ფრთოსანი ეტლით დაფრინავს ცაში ჰადესიდან ამოსვლის შემდეგ. პერგამის ტაძრის ფასადზე ნიქტი ახალგაზრდა ქალადაა წარმოდგენილი, რომელსაც ხელში სფერო უჭირავს. თასების ფერწერაში ნიქტი ყველაზე ხშირად თანატოსთან და ჰიპნოსთან არის გამოსახული.
No comments:
Post a Comment