ზოგიერთი ვერსიით ეროსის მშობლებად ქაოსი და ურანი (ზოგჯერ ქაოსი და გეა) ითვლებოდა. მოგვიანებით ეროსი არესის და აფროდიტეს ვაჟად მიიჩნიეს. გვიანდელი მითების თანახმად ახლადშობილი ეროსი კინაღამ მოკლა ზევსმა, მაგრამ აფროდიტემ იხსნა იგი დაბურულ ტყეში გადამალა, სადაც მას ძუ ლომი ზრდიდა.
ზოგჯერ ეროსი გაზაფხულის ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები.
შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. თვით ზევსიც კი ვერ იცავს თავს ეროსის ისრისგან.
ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროსის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან ამორს უწოდებდნენ (ლათ. amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან კუპიდონს (cupido – გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია საბერძნეთში ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი ტაძარი განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები ეროტიდიები იმართებოდა.
ეროსი და ფსიქე
ეროსი დაატყვევა ფსიქეს (სული) სილამაზემ და მასთან ურთიერთობა გააბა, ცოლად მოიყვანა იგი, ოღონდ ისე, რომ არ დაენახა ქალიშვილს. ამიტომ მასთან ღამ-ღამობით დადიოდა. ფსიქეს დებს შეეხარბათ ფსიქეს ბედნიერება და შთააგონეს დას, რომ ეროსი შეიძლება იყოს ურჩხული, რომელიც აპირებს ზიანი მიაყენოს ფსიქეს. ამიტომ ჯობია ფსიქემ სინათლეზე ნახოს ეროსი და თუ ის მართლა მონსტრია - მოკლას იგი. ერთ ღამესაც გადაწყვეტს ფსიქე ზეთის ლამპარი და მახვილი შეიტანოს საძინებელში. მაგრამ როცა მძინარე ლამაზი ჭაბუკი დაინახავს მონსტრის მაგივრად, ხელი აუკანკალდება და გაცხელებული ზეთი ეროსის კანზე დააწვეთებს. ტკივილისგან გაღვიძებული ეროსი ხედავს თავის ცოლს დანით ხელში, გაშმაგებული მოღალატე ცოლზე ტოვებს მას.. იმის მერე ფსიქე დაეძებს თავის ქმარს..
ეროსი კი დედამისთან აფროდიტესთან(ვენერასთან) იშუშებს იარებს. აფროდიტეს შურს ფსიქეას სილამაზის და მისი სიკვდილი უნდა. აფროდიტე ჰპირდება ფსიქეას რომ დააბრუნებინებს ეროსს თუ რამოდენიმე დავალებას შეასრულებს. ბოლო დავალება იქნება პერსეფონესთან ზარდახშის მოპოვება, სადაც მისი სილამაზის ნაწილია მოთავსებული. ფსიქეა მოლაპარაკე კოშკის დახმარებით, საიდანაც თავის მოკვლას აპირებდა, მოიპოვებს ზარდახშას, და გახსნის მას იმ იმედით რომ ეროსს ასე დაიბრუნებს, მაგრამ იმწამსვე მკვდარივით დაეძინება.
ახლა ეროსი დაეძებს თავის ცოლს...როგორც იქნა იპოვის მას მძინარეს, სტყორცნის თავის სასიყვარულო ისარს და გააღვიძებს მას...
ზევსი დალოცავს ამ წყვილს, ფსიქეს მიანიჭებს უკვდავებას...
ეროსს და ფსიქეს ეყოლებათ გოგო, რომელსაც სიამოვნებას უწოდებენ.
No comments:
Post a Comment