25 September 2012

ტარტაროსი (ტარტაროზი)

მიწის უღრმესი წიაღი. დედამიწის პირიდან ისევეა დაშორებული, როგორც ცა. მას გარს აკრავს სამმაგი სიბნელე და რკინის(სპილენძის) კედელი. ტარტაროსს აქვს პოსეიდონისაგან გაკეთებული  სპილენძის კარები. მის ირგვლივ გამუდმებით ბობოქრობს ქარბუქი.
ბერძნული მითოლოგია
ტარტაროსში მვკიდრობენ ნიქტი (ღამე) და მისი შვილები: თანატოსი (სიკვდილი) და ჰიპნოსი (ძილი)

ტარტაროსში პირველად ჩაყარა ურანმა თავისი შვილები (ტიტანები, ციკლოპები და გიგანტები)...
მეორედ ტარტაროსში ზევსმა ჩაყარა დამარცხებული ტიტანები და მამამისი კრონოსი და დარაჯებად ჰეკატონჰეირები (ასხელიანი გიგანტები) დაუყენა.
ზევსი ათავისუფლებს ასხელიან გოლიათებს ტარტაროსისგან რათა ტიტანებს შეებრძოლონ..

გეამ ტარტაროსისგან დაბადა ტიფონი (ასთავა ურჩხული), პიფონი (გიგანტური გველი)
 და ექიდნე (ქალგველა დემონი)


ტარტაროსში ამწყდევენ ურჩებს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მქონეებს.

No comments:

Post a Comment