12 October 2012

პითონი (პიფონი)

საშინელი გველი - გეას და ტარტაროსის შვილი, ტიფონის უფროსი ძმა და აღმზრდელი. მან დააცარიელა დელფოს მიდამოები და დარაჯობდა გეას და თემიდას უძველეს სამლოცველოებს.

პითონი - ჰერას მსახური იყო, იგი მის ყველა დავალებას ასრულებდა. მათ შორის ზევსის საყვარელს ლეტოს (ლატონა)  დევნიდა.
ბერძნული მითოლოგია
აპოლონის პირველი გმირობა სწორედ პითონის დამარცხება გახდა. (აპოლონმა სამაგიერო გადაუხადა პითონს დედამისის ლეტოს დევნისთვის)
როდესაც აპოლონი ტაძრის ასაგებად ადგილს ეძებდა, მიადგა ერთ ველს, გადაწყვიტა იქ აეგო ტაძარი, მაგრამ ეს ადგილი პითონის საბრძანებელი გამოდგა. პითონი პირიდან ცეცხლს უშვებდა და როდესად უნდა გადაეყლაპა აპოლონი, აპოლონმა 1000 ისარი სტყორცნა მას.. პითონი მოკვდა და მის ადგილას აპოლონმა ააგო სამლოცველო, რომელიც დელფოს სამლოცველოს სახელს ატარებს, ამავე ადგილას დაარსა პითიური თამაშობები.
ამის შემდეგ აპოლონს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი პითოსი ეწოდა.

ეს სცენა ერთგვარი სიმბოლოა, ოლიმპიური ღვთაების გამარჯვებისა ხთონურ არქაიზმზე.

No comments:

Post a Comment