არ აძლევდა გეას მოსვენებას თავისი შვილების ტიტანების და გიგანტების ბედი (ისინი დამარცხდნენ ოლიმპიელ ღმერთებთან ბრძოლაში).. მაშინ გეამ ტარტაროსთან კავშირით წარმოშვა საშინელი ტიფონი.
სხვა ვერსიის მიხედვით ტიფონი შვა ჰერამ, მიწაზე ხელის დაკვრით, როდესაც მან სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა ზევსისთვის, რომელმაც დამოუკიდებლად შვა ათენა. ჰერამ მისცა ტიფონი აღსაზრდელად პითონს, ურჩხულს, რომელიც დელფოში ღმერთების სამლოცველოებს იცავდა.

ტიფონი იყო ყველა მთაზე მაღალი, თავით ის ვარსკვლავებს წვდებოდა, ერთი ხელით ეხებოდა დასავლეთს, მეორით კი აღმოსავლეთს. თითების მაგვირად მას ასი დრაკონის თავი ჰქონდა. წელს ქვემოთ კი ათასობით ერთმანეთში გადახლართული გველები იკლაკნებოდნენ. უზარმაზარი ადამიანის მსგავსი ზედა ტანი დაფარული ქჰონდა ბუმბულით. მას გამოსახავდნენ წვერით და ბანჯგვლებით. დრაკონის თავსები ხან ღმერთების ენაზე იწყევლებოდნენ, ღრიალებდნენ ყეფდნენ ხანაც ღმუოდნენ.
ტიფონმა და ექიდნემ წარმოშვეს მრავალი საშინელი არსება: ლერნეს ჰიდრა, ორთავიანი ქოფაკი ორთროსი, ქიმერები, ჯოჯოხეთის ძაღლი - კერბერი (ცერბერი), ნემეის ლომი, პრომეთეს მძიძგნელი არწივი, თებეს სფინქსი და სხვა საშინელი ურჩხულები.
ტიფონი ერთხელ ზევსსაც კი შეებრძოლა, მაგრამ დამარცხდადა ტარტაროსში იქნა ჩაგდებული.
ჰომეროსის მიხედვით ტიფონი მცირე აზიაში ცხოვრობდა, მიწისქვეშეთში, სადაც იგი ზევსმა მეხის დარტყმით ჩააგდო.
ტიფონს კავკასიასთანაც აკავშირებენ. ერთი მითის მიხედვით მას ზევსმა მეხი კავკასიის მთებში დასცა და მისი თავიდან გამოდენილი ცხელი სისხლისაგან წარმოიშვნენ ოქროს საწმისის მცველი დრაკონები.

ჰერმესმა და პანმა ტიფონს მოპარეს ზევსის ძარღვები, კვლავ ჩაუგდეს თავიანთ ბრძანებელს და ტიფონთან საბრძოლველად განაწყვეს. ზევსმა ხელახლა შეუტია ტიფონს და დაამარცხა.
ერთ ერთი ვერსიით, ზევსმა დამაცხებულ ტიფონს ზევიდან ეტნის მთა დაადგა. ტიფონი წევს ეტნის მთის ფსკერზე, დროდადრო აფრქვევს და არყევს დედამიწას. ამის შედეგად ეტნიდან იფრქვევა ცეცხლი, ქვები და კვამლი; ზოგჯერ ტიფონი დედამიწაზედაც ამოდის ხოლმე რომელიმე ვულკანის კრატერიდან. მითში ასახულია ძველი ბერძნების წარმოდგენა ვულკანებზე.
No comments:
Post a Comment