13 October 2012

ექიდნე (ექიდნა)


ექიდნე - სასწაულმოქმედი დემონი, ნახევრად ქალი, ნახევრად გველი. ტარტაროსის და გეას ქალიშვილი. ბერძნული მითოლოგია

ექიდნეს გამოსახავდნენ როგორც ლამაზ ქალს, გველის ტანით. ის იტაცებდა მგზავრებს.

ტიფონთან ცხოვრობდა კილიკიის გამოქვაბულში,  ჰადესში ან სკითიის ველურ მხარეში.

ტიფონთან კავშირის შედეგად შვა მრავალი ურჩხული: ლერნეს  ჰიდრა,  ორთავიანი ქოფაკი - ორთროსი (ორფოსი)სამთავიანი ქოფაკი - კერბერი (ცერბერი), ქიმერები, ნემეის ლომი, აეფონე (პრომეთეს მძიძგნელი არწივი), თებეს სფინქსი და სხვა საშინელი ურჩხულები.

ერთ ერთი ვერსიით ფორკოსის და კეტოს ქალიშვილი.


პინდორას მიხედვით ექიდნემ საკუთარი დედა გამოჭამა შიგნიდან და ისე მოევლინა ქვეყანას.

 მძინარე ექიდნას თავს დაესხა არგოს პანოპტესი — ასთვალიანი არგუსი და მოკლა.
 ექიდნე ხთონური ღვთაებაა, ამიტომ მითებში მას სხვადასხვა გმირები კლავენ. მათ შორის არიან: ჰერაკლე, ბელეროფონტი, ოიდიპოსი. 

No comments:

Post a Comment