მას სამი თავი აქვს: ლომის, თხისა და დრაკონის. სხვადასხვა მითის მიხედვით ქიმერა ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას. მაგ: ლიკიაში, ფრიგიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში და სხვა.
გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას.
ქიმერას აღმზრდელად ითვლება ლიკიელი ამისოდარე. პირველი ცნობები ქიმერაზე გვხვდება ილიადაში, სადაც ის ლომისთავიანი, თხისტანიანი და დრაკონისკუდიანი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულია.
ბელეროფონტის შესახებ არსებულ მითში საუბარია იმაზე, რომ მან ისრით მოკლა ქიმერა ლიკიაში, კრაგის მთაზე ფრთოსანი რაშის პეგასის დახმარებით.
ვერგილიუსის მიხედვით ქიმერა ჰადესის შესასვლელთან ბინადროს.
სხვა ინტერპრეტაციით კი ეს მთაა, რომელიც ირეკლავდა მზის სხივებს. კიდევ სხვა ინტერპრეტაციით ეს არის მეკობრეთა გემის ქიმარეს კაპიტანი, რომელსაც ცხვირზე აქვს ლომის გამოსახულება, შუაში გველის ხოლო კუდზე დრაკონის.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ქიმერები ფანტასტიკურ არსებებად არიან გამოსახულნი..
No comments:
Post a Comment