ჰერას გამოზრდილი. ცხრა, ას- ან ათასთავიანი და ისეთი გესლიანი, რომ მისი ღვიძლის სისხლით მოწამლული ისრებით უკვდავნიც კი მოურჩენელი წყლულით იტანჯებოდნენ.
ერთ ერთი ვერსიით უსაშველოდ დიდი იყო ლორნეს ჰიდრა, ცხრათავიანი გველეშაპი. გველის ტანი ჰქონდა, ზედ კი ცხრა თავი ება, აქედან რვა მოკვდავი იყო, მეცხრე კი, – შუაში – უკვდავი და მოუხელთებელი.
ჰიდრა არგოლიდაში გაიზარდა, ლერნეს ჭაობებში, მერე ხმელეთზე გამოდიოდა, მუსრს ავლებდა ცხოველთა ჯოგებს და აოხრებდა ნათესებს.
ლერნეს ჭაობის ჰიდრას უკავშირდება ჰერაკლეს II გმირობა.
ჰერაკლე ამ ურჩხულის დასამარცხებლად თამამად წავიდა. ამჯერად ეტლი გამართა. მეეტლედ აიყვანა თავისი საყვარელი ძმისწული და თანამებრძოლი იოლაოსი.
ამიმონეს წყაროების მახლობლად ერთი გორაკი იყო აღმართული. იმ მაღლობზე ავიდა ჰერაკლე და იქიდან მიდამოს გადახედა. ბოლოს დაინახა კიდეც, თავის გამოქვაბულში დაგრაგნილიყო ჰიდრა.
მაშინვე ეტლიდან გადმოხტა, იოლაოსი იქვე დატოვა, ბუნაგთან მიიჭრა და ცეცხლოვანი ისრებით აიძულა მრავალთავიანი გველეშაპი, რომ თავშესაფრიდან გამოსულიყო.
შესახტომად გამზადებულ ქვეწარმავალს ფეხი დააჭირა. გველი შემოეტმასნა (თანაც ჭაობიდან ჰერას გამოგზავნილი გიგანტური კიბორჩხალა ამობობღდა და გმირს ჩაეჭიდა) ჰერაკლე ჰიდრას ნამგლის მოყვანილობის მახვილის(ან კომბლით) დარტყმებით ზედიზედ აცლიდა თავებს. მაგრამ გველს ერთ მოსხეპილ თავზე ორი ამოსდიოდა. გმირმა კომბალი აიღო და კიბორჩხალა იქვე მოკლა, მერე კი იოლაოსს უხმო დასახმარებლად: ცეცხლის დანთება უბრძანა. იოლაოსმა ჭალას ცეცხლი წაუკიდა. მოგიზგიზე მაშხალებს აწვდიდა ჰერაკლეს, გმირი კი ჰიდრის სისხლიან კისერს მაშხალით სწვავდა, ასე ის ახალი თავების ამოსვლას აფერხებდა. ბოლოს კი უკვდავი თავის მოსჭრა, იქვე გზაზე დამრახა და ზედ კლდე დააფარა. ჰიდრის ტანი კი შუაზე გაჭრა, მის სისხლში თავისი ისრები ამოავლო და შემდეგ რასაც ამ ისრებს სტყორცნიდა, განუკურნებელ ჭრილობებს აყენებდა, რადგან ჰიდრას სისხლი შხამიანი იყო.
მას შემდეგ, რაც ჰერაკლე და იოლაოსი ბრძოლის ადგილს გასცილდნენ, ჰერამ თავისი გამოგზავნილი კიბორჩხალა ცაზე აიყვანა და თანავარსკვლავედად აქცია.
No comments:
Post a Comment