23 December 2012

ოკეანიდები

ოკეანიდები - ოკეანოსის და ტეთისის ასულები
ზღვის ნიმფები.  ჰესიოდეს მიხედვით მათი რიცხვი სამი ათასია. ჰყავდათ ამდენივე ძმა - მდინარეების ღვთაებები. ოკეანიდებს კავშირი ჰქონდათ როგორც უკვდავ ღმერთებთან ასევე ადამიანებთანაც.

ოკეანიდები ითვლებიან ახალი თაობების აღმზრდელებად. 

ოკეანიდებს პოეტები ზღვის ქალწულებად ხატავდნენ, ხელოვანნი კი უფრო ხშირად თევზისბოლოიან ქალიშვილებად, რომელთაც ზღვის ბალახების გვირგვინი და ნიჟარების ფარღული ამშვენებდა, ხელშიც ნიჟარა ეჭირათ და დელფინებით სერავდნენ ზღვის ტალღებს.

ყველაზე მეტად განთქმულნი ოკეანიდებს შორის არიან:

მეტიდა (ზევსის პირველი ცოლი, ათენას დედა)
კლიმენე (ტიტან იაპეტის ცოლი, ატლანტოსის, პრომეთეს და ეპიმეთეს დედა)
ევრინომე (ოფიონეს ცოლი, ქარიტების დედა (ზევსისგან))
პლეიონე (ატლანტოსის ცოლი, პლეადების დედა)
პერსე (ჰელიოსის ცოლი, კოლხეთის მეფის აიეტის, კირკეს და პასიფაესას დედა)
დორიდე (ნერევსის ცოლი, ნერეიდების დედა)
ჰესიონა (პრომეთეს ცოლი)
კალიროე (ჰრისაორის ცოლი, სამთავიანი გერიონის დედა)

No comments:

Post a Comment