25 December 2012

პალანტი (პალასი)

პალანტი - ტიტან კრიოსის და ევრიბიას შვილი. ასტრეოსის და პერსესის ძმა.
ოკეანიდ სტიქსის ქმარი, ნიკეს (გამარჯვება), ზელოსის  (შური), კრატოსის (სიძლიერე) და ბიას (ძალა) მამა.

პალანტი ითვლებოდა ომის ხელოვნების და მეომართა მფარველ ღვთაებად. სიტყვა ”pallo” ბერძნულიდან ითარგმნება როგორც ტყორცნა (შუბის)

ერთ ერთი ვერსიის მიხედვით პალანტი ერქვა გიგანტომახიაში მონაწილე ერთ ერთ გიგანტს, რომელიც ათენამ კლდის ნატეხის ტყორცნით  დაჭრა და  შემდეგ ცოცხლად გაატყავა. მისი კანით მან ფარი შემოსა, ხოლო მისი ფრთები თავის მხრებს მიუმაგრა. იმ მომენტიდან  მისი სახელი ( ”პალადა”) ათენას ერთ ერთ ზედმეტ სახელად იქცა.

პალანტის სახელს ატარებს ქალაქი პალენე აჰაიეში.(დასავლეთ საბერძნეთი)

სხვა ვერსიის მიხედვით პალანტი ათენის მეფის პანდიონეს და პილიის ვაჟია, ეგეოსის ძმა და თეზევსის ბიძა, რომელიც მანვე გამოასალმა სიცოცხლეს.
მამის სიკვდილის შემდეგ პალანტი და მისი ძმები ლიკი, ნისი და ეგეოსი ათენიდან მეთიონის ვაჟიშვილები განდევნეს და თვითონ გაინაწილეს ატიკა, პალანტს ერგო სამხრეთ ატიკა.

1 comment:

  1. Situs Judi Slot Online Terbaik Dan Terpercaya No 1 2021
    Agen judi online yang 1xbet korean menghadirkan berbagai macam permainan slot online, slot88 sbobet, pragmatic play uang 샌즈카지노 asli, slot gacor hari ini. 메리트 카지노 주소

    ReplyDelete