23 December 2012

კლიმენე

კლიმენე - ერთ ერთი ოკეანიდი. ოკეანოსის და ტეთისის ქალიშვილი.
ჰესიოდეს მიხედვით კლიმენე ტიტან იაპეტის ცოლია, ატლანტოსის, მენეთევსის, პრომეთეს და ეპიმეთეს დედა.

ტიტანი იაპეტი განაგებდა ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობას, მისი მეუღლე კლიმენე კი ხსოვნას, რომლისთვისაც იბრძოდნენ მოკვდავები მთელი ცხოვრება, რომ სიკვდილის შემდეგ მათი სახელი დარჩენილიყო ცოცხლებს შორის.

სიტყვა კლიმენეს მამრობითი ფორმა - კლიმენოსი იყო ჰადესის ერთ ერთი პოპულარული ეპითეტი.

კლიმენეს ხშირად უწოდებდნენ აზიას, ვინაიდან მიაჩნდათ მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) ქალღმერთად.

აზიას უწოდებდნენ ასევე პრომეთეს ცოლს ჰესიონეს, რის გამოც, ხშირად კლიმენეს აიგივებდნენ მასთან.
ასევე ხშირად ოკეანიდ კლიმენეს აიგივებდნენ ნიმფა კლიმენესთან, რომელიც ჰელიოსის შეყვარებული და ფაეტონის, ასტრიდეს და ჰელიადების დედა იყო.

No comments:

Post a Comment