23 December 2012

ევრინომე

ევრინომე - ერთ ერთი ოკეანიდი. ოკეანოსის და ტეთისის ქალიშვილი. ოფიონეს ცოლი.


ერთ ერთი ვერსიის მიხედვით ევრინომე განსაკუთრებული სისუფთავისა და სიჭკვიანისათვის შეიყვარა ათენამ და არტემიდემ, აფროდიტეს კი, პირიქით ეჯავრებოდა. მან ზევსს შეაყვარა ევრინომე, იმიტომ რომ ამისთვის ზევსის ეჭვიან ცოლს ჰერას დაესაჯა იგი. ჰერამ ზევსისგან განრიდების მიზნით ევრინომე ადონისს შეართმევინა ცოლად.
გამძვინვარებულმა ზევსმა ელვით მოკლა ადონისი, მაგრამ მოგვიანებით უფლება მისცა მის აჩრდილს კვლავ დედამიწაზე დაბრუნებულიყო. არტემიდემ ევრინომე ფარშევანგად აქცია, შემეგ კი კვლავ ადამიანური სახე დაუბრუნა.

ერთ ერთი ვერსიის მიხედვით ოკეანიდი ევრინომე თეტიდას დაეხმარა ჰერას მიერ ოლიმპოდან გადმოგდებული ჰეფესტოს დამალვაში.

ჰესიოდეს მიხედვით ევრინომე ქარიტების დედაა, რომლებიც ზევსისგან ეყოლა.

აპოლოდორეს მიხედვით ევრინომეს ზევსისგან ეყოლა მდინარის ღმერთი ასოპოსი.

აპოლონე როდოსელის მიხედვით  ევრინომე ითვლებოდა ყველაფრის შემოქმედების საწყისად, რომელიც ქაოსმა შვა. მან განაცალკევა ცა ზღვისგან, წყლებზე ცეკვისას მან  ქარი დაიჭირა, რომელიც გველად - ოფიონად იქცა. გველმა გაანაყოფიერა ევრინომე, რომელმაც გარკვეული დროის შემდეგ დადო სამყაროსეული კვერცხი. ოფიონე შემოეხვია ამ კვერცხს იქამდე იყო ასე, სანამ არ გამოიჩეკა ”ყველაფერი”, სწორედ ამ კვერცხიდან წარმოიშვა ყოველივე ამ სამყაროში. ამის შემდეგ ევრინომე და ოფიონი გამეფდნენ ოლიმპოს მთაზე.

როდესაც კრონოსმა მამამისს ურანოსს ძალაუფლება დააკარგვინა, მას და მის ცოლს რეას მოუწიათ ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ  ოფიონთან და ევრინომესთან. დამარცხების შემდეს ოფიონე და ევრინომე ოკეანეს სიღრმეებში ჩააგდეს.

No comments:

Post a Comment