06 December 2012

ტიტანები და ტიტანიდები

ტიტანები და ტიტანიდები - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) შვილები. ღმერთების პირველი თაობა. ჰეკატონჰეირების, გიგანტების და ციკლოპების ძმები.
ბერძნული მითოლოგია
ტიტანები იყვნენ: ჰიპერიონი, იაპეტი, კოიოსი, კრიოსი, ოკეანოსი და კრონოსი
ტიტანიდები კი მათი დები: მნემოსინე, რეა, თეია, ტეთისი, თემიდა და ფებე.


გადმოცემის თანახმად ურანოსმა თავისი შვილები მიწაში ჩაყარა და მაღლა აღარ უშვებდა. შვილების ტანჯვამ გეა ააღელვა და კრონოსს ურჩია მამის წინაამღდეგ აღმსდგარიყო.

როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა თავის ცოლთან გეასთან მიწაზე, ოთხმა ძმამ ტიტანმა კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს იგი ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა -დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.
ამის შემდეგ შეუძლებელი გახდა ურჩხულთა ახალი თაობის წარმოშობა.
ტიტანებმა მხარი დაუჭირეს კრონოსს, ურანოსის წინაამღდეგ საბრძოლველად. სწორედ მათი დახმარებით წაართვა კრონოსმა მამამისს ძალაუფლება და ტარტაროსში ჩაგდებული თავისი ძმები, ციკლოპები და ჰეკატონხეირები გაათავისუფლა. როდესაც კრონოსმა ძალა მოიკრიბა, ესენი ისევ ტარტაროსში ჩაყარა, რადგანად ეშინოდა ახლა მათ მისთვის არ წაერთმიათ ძალაუფლება. იმ მომენტიდან კრონოსი უზენაესი ღმერთი გახდა ტიტანებს შორის.

ზოგიერთმა ტიტანმა თავისი და შეირთო ცოლად: ოკეანოსმა - ტეთისი, კოიოსმა - ფებე, ჰიპერიონმა - თეია, კრონოსმა - რეა,  კრიოსმა ცოლად მოიყვანა ევრიბია, პონტოსის ასული ხოლო იაპეტმა კი  კლიმენე ( სხვა ვერსიის მიხედვით აზია), ოკეანოსის ასული.

როდესაც ზევსმა კრონოსის ძალაუფლება დაამხო, ტიტანები ახალი ღმერთების წინაამღდეგ აღსდგნენ. ბრძოლები ოტრისისა და ოლიმპოს მთებზე გაიმართა. ოლიმპიელთა მხარე ციკლოპებმა და ჰეკატონხიერებმა დაიჭირეს და ტიტანები დამარცხდნენ. ტიტანომახიის შემდეგ ოლიმპიელებმა განიმტკიცეს ძალაუფლებები. გვიანდელ მითებში ტიტანები გააიგივეს გიგანტებთან. სწორედ ამიტომაა, რომ ტიტანომახიის ნაცვლად დამკვიდრდა სახელწოდება გიგანტომახია.
დამარცხებული ტიტანები ტარტაროსში ჩაყარეს. გვიანდელი მითების მიხედვით ისინი შეურიგდნენ ღმერთებს და ნეტართა კუნძულზე დასახლდნენ. ტიტანების მითი ფართოდაა გამოყენებული ხელოვნებაში.

ტიტანომახიის პროცესში აისახა წინაბერძნული ბალკანეთის სუბსტრატის ღმერთების ბრძოლა ჩრდილოეთიდან შემოჭრილ ბერძნულ ტომების ღმერთებთან. სწორედ ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დამთავრდა ეს დაპირისპირება.

No comments:

Post a Comment