05 December 2012

თეტიდა

თეტიდა - ზღვის ქალღმერთი. ერთ ერთი ნერეიდთაგანი. ნერევსისა და დორიდეს ქალიშვილი. ბერძნული მითოლოგია
მითის ზოგიერთი ვერსიით იგი კენტავრ ქირონის ასულია.

როგორც ნერევსის უფროსი ქალიშვილი, თეტიდა ითვლებოდა ნერეიდების უფროსად და ხელმძღვანელად. თეტიდა ხშირად ეხმარებოდა ღმერთებს და ამით მათ პატივისცემას იმსახურებდა. მაგალითად, მან მოუხმო ასხელიან გოლიათს ბრიარეოსს ზევსის დასახმარებლად, როდესაც ათენა, ჰერა, პოსეიდონმა გადაწყვიტეს ოლიმპოზე ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში და  ზევსს შეუკრეს ხელფეხი.
სწორედ თეტიდა მალავდა ათი წლის განმავლობაში ოლიმპოდან გადმოგდებულ ჰეფესტოს,  დაეხმარა დიონისეს ლიკურგიუსისაგან თავის დაღწევაში.
 თეტიდის დახმარებით არგონავტებმა შეძლეს სრუტის გავლა სცილასა (სკილა) და ქარიბდის გვერდით ავლით. ის დაცურავდა დელფინზე ამხედრებული.

ზევსმა და პოსეიდონმა შეძლეს თეტიდასთან გამიჯნურება, მაგრამ როდესაც სამისნომ იწინასწარმეტყველა თეტიდას ვაჟი სიძლიერით მამას გადააჭარბებსო, ზევსმა ხელი აიღო მასთან ქორწინებაზე და იძულების მიათხოვა მოკვდავ პელევსს.

ერთ ერთი ვერსიით ზევსს სურდა მისი დაუფლება და მისდევდა თეტიდას, როდესაც კავკასიონის მთებს მიაღწია, პრომეთეს შეხვდა, რომელმაც გაუხსნა წინასწარმეტყველობა, შეშინებული ზევსი იმით რომ მისგან გაჩენილი თეტიდას ვაჟი მასვე ჩამოაგდებდა ტახტიდან, გადაწყვიტა ის მოკვდავისათვის მიეთხოვებინა. ასეთი მოკვდავი იყო ფთიაში მცხოვრები მირმიდონების მეფე პელევსი, მაგრამ საპატარძლო სულ არ მიილტვოდა ქორწინებისაკენ.

თეტიდას არ უნდოდა პელევსს გაჰყოლოდა და ამისთვის გადაიქცა ლომად, გველად, წყლად, ცეცხლად და სხვა, მაგრამ პელევსმა მაინც მოახერხა თეტიდას შერთვა. იგი ქირონის რჩევებით ყველა წინააღმდეგობას ართმევდა თავს და იმარჯვებდა.

პელინის მთებში კენტავრ ქირონის გამოქვაბულში იყო ქორწილი, სადაც ბრწყინვალე საჩუქრებით მოვიდა ყველა ოლიმპიელი ღმერთი. ზევსმა თეტიდას აჩუქა ფრთები, ჰეფესტომ პელევსს ხმალი, აფროდიტემ — ფიალა ეროტის გამოსახულებით, ჰერამ — კაცის ტანსაცმელი, ათენამ — სალამური..

თეტიდასა და პელევსის ქორწილზე ყველა ღმერთი დაპატიჟეს განხეთქილების ქალღმერთის - ერიდას გარდა. ამით აღშფოთებულმა ერიდამ მექორწილეებს სამაგიეროს გადახდის მიზნით, ოქროს ვაშლი შეუგდო წარწერით ”უმშვენიერესს”.
ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი:  ჰერა,  ათენა,  აფროდიტე, რომლებიც დავაში ჩაებდნენ ვაშლის მითვისებისთვის.
დავა დიდ ხანს გაგრძელდა, არცერთს არ უნდოდა დათმობა. ამიტომ დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს მიმართეს.
 აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის ცოლი მშვენიერი ელენე ტროაში მოეტაცა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც 10 წლის შემდეგ ქალაქის დანგრევით დასრულდა.

პელევსისაგან თეტიდას გაუჩნდა ვაჟი - აქილევსი. თეტიდასა და პელევსს კიდევ ჰყავდათ ექვსი ვაჟი, მაგრამ ყველანი დაიღუპნენ თეტიდას მიერ ცეცხლზე წრთობისას.
აქილევსი, როგორც პელევსის მოკვდავი ვაჟი, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი უკვდავი იყო, მოკვდავად რჩებოდა. თეტიდა ცეცხლის ალით აწრთობდა აქილევსს, რათა მისთვის უკვდავება მიენიჭებინა. პელევსმა ერთხელ შენიშნა ეს და თეტიდას აქილევსი ხელიდან გამოსტაცა, ამით მან აქილევსს უკვდავება დააკარგვინა.

ამ ამბის შემდეგ თეტიდა გასცილდა პელევსს და ზღვაში მამამისთან - ნერევსთან დაიმალა, თუმცა შვილს მანც მუდამ თვალს ადევნებდა და გაჭირვებაში ეხმარებოდა. იმის გამო, რომ თეტიდამ იცოდა აქილევსი ტროას ომში უნდა დაღუპულიყო, მან შვილი გადამალა, მაგრამ რაკი მაინც იპოვა ოდისევსმა და აუცილებელი შეიქმნა მისი ომში ჩაბმა, თეტიდა ჰეფესტოს აქილევსისთვის საუცხოო საჭურველი გააკეთებინა, რომელთაგან განსაკუთრებით ფარი გამოირჩეოდა. თეტიდამ დაარიგა შვილი, რათა პირველი მაინც არ გადასულიყო ტროის სანაპიროზე, რადგანაც პირველ გადამსვლელს აუცილებელი სიკვდილი ელოდა.

ერთ ერთი ვერსიით, როდესაც თეტიდამ შეიტყო წინასწარმატყველება აქილევსის გარდაუვალი სიკვდილის შესახებ ტროას ომში, მან გადაწყვიტა შვილისთვის უკვდავების მინიჭება, ამიტომ პატარა აქილევსს ბანდა მდინარე სტიქსეს წყლით, რის გამოც არავითარ იარაღს არ შეეძლო მისი სხეულის დაზიანება. სტიქსეს წყლისაგან შეუხებელი რჩებოდა ბავშვის მხოლოდ ერთი ქუსლი, რომელზეც ხელი ეკიდა თეტიდას.

თეტიდა ზოგჯერ ვერცხლისფეხება ღმერთქალადაა აღიარებული და მისი ფეხები ხშირად ქალის ულამაზესი ფეხების ეპითეტადაა გამოყენებული.




No comments:

Post a Comment