05 December 2012

გალათეა

გალათეა - ერთ ერთი ნერეიდთაგანი.  ნერევსის და დორიდეს ქალიშვილი. წყნარი და მოკამკამე ზღვის განსახიერება. ბერძნული მითოლოგია
 ერთხელ ციკლოპმა პოლიფემოსმა იხილა წყლიდან ამომავალი გალათეა და იმწამსვე მისი სიყვარულის ტყვედ იქცა.  პოლიფემოსი ცდილობდა გალათეას  გულის მოგებას, მაგრამ გალათეა მას თავს არიდებდა. სევდით მოცული პოლიფემოსი ადიოდა კლდეზე, ფლეიტას ამღერებდა და თან წუწუნებდა თავის გარეგნობაზე, მას ეგონა, რომ ეს იყო იმის მიზეზი რატომაც გალათეა მას არიდებდა თავს.

გალათეას გული სხვას ეკუთვნოდა, იგი შეყვარებული იყო სიცილიელ მეცხვარე აკიდზე, პანის (ფავნუსის) ვაჟიშვილზე.  
ერთხელ, როდესაც პოლიფემოსი მთაზე იყო ასული და ცხვრებს მწყემსავდა, ზღვის სანაპიროზე მოსეირნე აკიდი დაინახა გალათეასთან ერთად. გაშმაგებულმა პოლიფემოსმა ხმამაღლა იღრიალა,  გალათეამ მოასწრო ზღვის ტალღებში დამალულიყო, ხოლო აკიდს პოლიფემოსის მიერ ნატყორცნი კლდე მოხვდა. მოკლული აკიდის სისხლი მდინარედ გადაიქცა, რომელიც ზღვას შეუერთდა.

ღმერთებმა აკიდი მდინარის ღვთაებად აქციეს.

No comments:

Post a Comment