01 December 2012

ამფიტრიტე

ამფიტრიტე - ერთ ერთი ნერეიდა. ნერევსის და დორიდეს ქალიშვილი, შემდეგში პოსეიდონის მეუღლე. გამოსახებოდა პოსეიდონის გვერდით ეტლში მჯდომარე. ეტლში შებმული იყვნენ ჰიპოკამპები ან ტრიტონები. ამფიტრიტეს ხელში უჭირავს სამკბილა.  ბერძნული მითოლოგია

უყვარდა ზღვის ღმერთს პოსეიდონს ნერეიდების სიმღერების მოსმენა და მათი ცეკვის ყურება. ზღვის ღმერთი აღტაცებული იყო ნერეიდების ახალგაზრდობით და ღვთაებრივი სილამაზით.
ყველაზე ლამაზი და ამავე დროს ყველაზე ცელქი ნერეიდებს შორის იყო ამფიტრიტე, მან თავიდანვე მიიზიდა პოსეიდონი,  რომელმაც გადაწყვიტა წაეყვანა იგი თავის სასახლეში, რომ მისი მეუღლე გამხდარიყო. მაგრამ ამფიტრიტემ ამოიკითხა ეს ჩანაფიქრი პოსეიდონის თვალებში,  და გაექცა მას. მიაღწია დედამიწის კიდეს, სადაც ტიტან ატლასს მხრებით ეკავა ცის თაღი.  მოუყვა ატლასს, რომ პოსეიდონს მისი მოტაცება სურდა და დახმარება სთხოვა. ატლასმა იგი დამალა ოკეანის სიღრმეებში.


ზღვის ყველა კუთხე კუნჭულში ეძებდა პოსეიდონი უმშვენიერეს ამფიტრიტეს, მაგრამ ვერსად ნახა. დადარდიანდა პოსეიდონი. ერთხელ  მასთან დელფინი მიცურდა და უთხრა, თუ სად იმალებოდა ამფიტრიტე. პოსეიდონმა თავის ოქროს ეტლზე ამხედრებულმა უმალ იპოვა ამფიტრიტე და თავის სასახლეში წაიყვანა.
ბედნიერად ცხოვრობდა ამფიტრიტე წყალქვეშა სასახლეში, გარემოცული სხვადასხვა ზღვის ღვთაებებით, რომლებიც მას ყველა სურვილს უსრულებდნენ.

პოსეიდონს არ დავიწყებია დელფინის დახმარება და მოათავსა იგი ცაზე, დელფინის თანავარსკვლავედად აქცია.

ჰომეროსი ამფიტრიტეს ზღვის ტალღების ქალღმერთად მოიხსენიებს, რომელსაც ემორჩილებიან ზღვის ურჩხულები.

პოსეიდონის და ამფიტრიტეს კავშირის შედეგად დაიბადნენ: ტრიტონი (ხმაურიანი ზღვა), როდა (ზღვის გრიალი) და ბენტესიკიმა (მღელვარე სიღრმე).

ერთ ერთი მითის მიხედვით ამფიტრიტემ ერთხელ ისე იეჭვიანა სკილაზე,  რომ ჯადოსნური ბალახებით აქცია იგი საშინელ ურჩხულად. იმის მერე სკილა მეზღვაურებს ზღვაში ხიფათებს უქმნის.

ხანდახან ამფიტრიტეს გამოსახავდნენ კიბორჩხალას მარწუხებიან ბადისებრ თავსაბურავში. მისი მეორე ატრიბუტს წარმოადგენს ოქროს გვირგვინი დიდი ალმასით შუაგულში. სწორედ ეს გვიგვინი აჩუქა ამფიტრიტემ თეზევსს.

უფრო გვიანდელ მისტიურ სწავლებებში გვიგვინის ალმასი მესამე თვალის სიმბოლოდ იქნა აღქმული.

No comments:

Post a Comment