30 November 2012

ნერეიდები

ნერეიდები - ზღვის ღმერთის ნერევსის და დორიდას ქალიშვილები, ზღვის ფერიები. ჰომეროსის მიხედვით ისინი 34 არიან, სხვა მითების მიხედვით - 100. ყველაზე გავრცელებული ვერსიითდ კი მათი რიცხვი 50-ია. ბერძნული მითოლოგია
ნერეიდები ცხოვრობენ ზღვის ფსკერზე, თავიანთი მამის - ნერევსის სასახლეში. იქ ისინი ართავენ ოქროს თითისტარებით, ცეკვავენ ზღვის ტალღების რიტმზე, მთვარიან ღამეს გამოდიან სანაპიროზე და ტრიტონებს ცეკვაში ეჯიბრებიან. ნერეიდები გულმოწყალენი არიან და ხშირად ეხმარებიან მეზღვაურებს და საერთოდ ადამიანებს. ნერეიდები დაეხმარნენ, მაგალითად არგონავტებს, აქილევსსა და სხვებს.

ყველაზე სახელგანთქმული ნერეიდები არიან:
1. ამფიტრიტე - პოსეიდონის ცოლი .
2. თეტიდა - აქილევსის დედა.
3. გალათეა - აკიდის სატრფო. ციკლოპი პოლიფემოსი იყო მასზე შეყვარებული.

ნერეიდებს თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით კუნძულებისა და ზღვის სანაპიროთა მცხოვრებლები. ნერეიდები გამოისახებონენ ულამაზეს ახალგაზრდა ქალებად, გარს ეხვიათ ათასგვარი ზღვაში მობინადრე ურჩხულები და ტრიტონები. ხშირად გამოსახებოდნენ ტრიტონის ან დელფინის ზურგზე მოცეკვავენი. 
                                                                                                                                 პოსეიდონს მოეწონა ამფიტრიტე

No comments:

Post a Comment