გორგონები - საშინელი არსებები, ფორკინის და კეტოს ქალიშვილები, ლადონისა და გრაიების დები. ბერძნული მითოლოგია
გორგონები ცხოვრობდნენ უკიდურეს დასავლეთში. სამი გორგონიდან ერთი, მედუზა იყო მოკვდავი.
თავიდან დები-გორგონები ულამაზესი ზღვის ქალიშვილები იყვნენ. ერთ ერთი მათგანი- მედუზა იმდენად გაამაყდა საკუთარი სილამაზით, რომ ღმერთებსაც კი უტოლებდა თავს. ერთხელ ზღვის ღმერთმა პოსეიდონმა დაინახა მედუზა, იმწამსვე შეუყვარდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება მოინდომა. მაგრამ ცუდი ადგილი შეურჩევია ამისთვის, ათენას ტაძარი. ღმერთებთან შეჯიბრი ვერ აპატიეს ოლიმპიელებმა მედუზას. ხოლო ათენამ თავისი ტაძრის შებღალვისთვის სასტიკად დასაჯა გორგონები, გადააქცია ისინი ფრთოსან ურჩხულებად, რომლებიც ქერცლით იყვნენ დაფარულნი, თავზე თმის ნაცვლად გველები ესხათ, წაწვეტებულ დაღრჭენილ კბილებს შორის
საზარელი გრძელი ენები გამოსჩროდათ, სპილენძის ვეება ხელები და ალესილი
ჭანგები ერთ წამში გაფლეთას უქადდა ყველას, ვინც მათ გაეკარებოდა. ამასთან,
მათ დანახვაზე ყველა ქვად იქცეოდა.
ამის შემდეგ განმარტოვდნენ ისინი შორეულ კუნძულზე უკიდურეს დასავლეთში, გრაიების და ჰესპერიდების მახლობლად.
ადამიანები ყვებოდნენ საშინელ ისტორიებს გორგონების სისასტიკესა და სისხლისმსმელობაზე. დაივიწყეს გორგონების სილამაზის შესახებ და მოუთმენლად ელოდნენ, თუ როდის გამოჩნდებოდა გმირი, რომელიც გაათავისუფლებდა ხალხს ამ საზიზღარი გორგონებისგან.
მედუზა გორგონა
მეფე პოლიდექტეს შეუყვარდა ზევსის შვილის პერსევსის დედა დანაე, მაგრამ ნახევრად ღმერთი პერსევსი მას ხელს უშლიდა დანაეს ხელში ჩაგდებაში. ამიტომ მან ხერხს მიმართა: ხალხი მოიწვია, წვეულება გამართა და განაცხადა, რომ ოინომაოსის ქალიშვილის ჰიპოდამეას
შერთვას აპირებდა. ხოლო საცოლის წინაშე საკადრისი ურვადით რომ
წარმდგარიყო, თითოეული სტუმრისგან საქორწინო საჩუქრად თითო ცხენს ითხოვდა.
პირველად ამ თხოვნით პერსევსს მიმართა, რომ მისგან პირობა ჩამოერთმია. მას
ეგონა რომ არაფრისმქონე პერსევსი, რადგანაც პირობას ვერ შეასრულებდა,
კუნძულიდან გაიქცეოდა. პერსევსს ჯერ უარი აღმოხდა, მაგრამ მერე ჩაფიქრდა და
ხელმწიფეს ასე უთხრა:
მეფემაც, თითქოს სიტყვაზე დაიჭირაო, ასე მიაგება:
ქალღმერთმა ათენამ
უჩინრად მოუსმინა პერსევსისა და მეფის საუბარს და გადაწყვიტა, ახალგაზრდა
ჭაბუკს მფარველად მოვლინებოდა. მითუმეტეს, რომ თავად გორგონა მედუზას
დაუძინებელი მტერი იყო. თავდაპირველად მან პერსევსი წაიყვანა კუნძულ
სამოსზე, სადაც სამივე დის გამოსახულება იდგა, რათა მედუზა დებისაგან
განესხვავებინა, რადგან სამივე და ერთმანეთს საოცრად გავდა. ასევე, ათენამ
გააფრთხილა ჭაბუკი, რომ მედუზასათვის პირდაპირ არ შეეხედა, თორემ იმწამსვე
ქვად იქცეოდა. და თავის დასაცავად თავისი სარკესავით მბზინავი ფარი აჩუქა.
ზევსის ბრძანებით ჰერმესმა პერსევს უძღვნა თავისი ანდამატის ნამგალი და ასწავლა გორგონა მედუზას წინააღმდეგ მისი გამოყენება. ამის გარდა პერსევსს კიდევ ესაჭიროებოდა ფრთიანი სანდლები, უჩინმაჩინის ქუდი და ჯადოსნური აბგა, რომელშიც მედუზას მოკვეთილი თავი უნდა ჩაედო. ეს ყველაფერი ჰადესის საკუთრება იყო, რასაც სტიქსელი ნიმფები ინახავდნენ, მაგრამ გმირს როგორც მედუზა გორგონას სამყოფელს ასევე სტიქსელი ნიმფების ადგილსამყოფელს ვერავინ მიასწავლიდა. მათი ადგილსამყოფელი იცოდნენ მხოლოდ გორგონების დებმა გრაიებმა.
ჰერსმესის დახმარებით პერსევსმა დებ გრაიებს ერთადერთი თვალი იმ მომენში წაართვა, როცა სამივე და ვერ ხედავდა. თვალის სანაცვლოდ მედუზა გორგონას და სტიქსელი ნიმფების ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვა. მათაც სხვა გზა არ ჰქონდათ და პირობა შეუსრულეს. პერსევსი იმ წამსვე იქ გაჩნდა, საჭირო ნივთები წამოიღო და გაფრინდა ჰიპერბორეელთა ქვეყანაში.
კუნძულზე პერსევსმა თვალი მოკრა მძინარე დებს. ისინი ისე გავდნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის მედუზა ვერ ამოიცნო. აქაც ჰერმესი დაეხმარა და განაპირას მწოლიარეზე მიანიშნა. პერსევსმა ათენასეული ფარი ისე დაიჭირა, რომ გორგონა მედუზას სახე ზედ არეკლილიყო, ჰერმესის ნამგალი მოუქნია და სიცოცხლეს გამოასალმა. მედუზას თავწაჭრილი სხეულიდან ამოხტნენ ფრთიანი ცხენი პეგასი და ბუმბერაზი ქრისაორი. პერსევსმა სწრაფად დაავლო ხელი გორგონა მედუზას თავს და აბგაში ჩადო. ამ დროს გამოეღვიძათ მედუზას დებსაც და დის მკვლელს დაუწყეს ძებნა, მაგრამ პერსევსმა უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა, ფრთიანი სანდლები ჩაიცვა და იქაურობას გაეცალა. როცა ლიბიას გადაუფრინა მედუზას მოჭრილი თავიდან სისხლმა იწვეთა და მიწას დიდ წითელ ლაქად დააჩნდა. ამ სისხლიდან იშვნენ შხამიანი გველები, ყოველგვარმა ცოცხალმა არსებამ ის არემარე მიატოვა და გორგონა მედუზას სისხლიდან აღმოცენებულმა გველებმა ლიბია უდაბნოდ აქციეს.
გორგონას თავი გამოადგა იარაღად პერსევსს. მისი საშუალებით მან ბევრი მტერი აქცია ქვად:
1. ზღვის ურჩხული კეტო, გორგონების დედა, რომელსაც პოსეიდონის ბრძანებით მიჯაჭვული ანდრომედა უნდა შეესანსლა.
2. გოლიათი ატლასი, რომელმაც უარი უთხრა პერსევსს მასპინძლობაზე, მიხვდა რა რომ ის ჰესპერიდების ვაშლების მოსატაცებლად იყო მოსული.
3. ანდრომედას ყოფილი საქმრო - ფინევსის ჯარი, და თვითონ ფინევსი
4. მეფე პოლიდექტე, რომელმაც პერსევსის მონაყოლი ტრაბახად ჩათვალა, ვერ წარმოედგინა, რომ გორგონა მედუზას კლანჭებს ვინმე გადაურჩებოდა.
ბოლოს კი პერსევსმა ათენას მიართვა მედუზას თავი პატივისცემის ნიშნად. ათენამ თავის ფარზე ეგიდეზე გადაჭიმა მედუზას კანი. ეგიდეზე ასევე მედუზას თავი იყო გამოსახული.
„თუ შენ მართლა გადაწყვიტე, დაეხსნა
დედაჩემს, თუ ჰიპოდამეას ცოლად შერთვას აპირებ, ცხენი კი არა, გორგონა
მედუზას მოკვეთილი თავი რომ მთხოვო, იმასაც გაგიჩენ!“
|
„ეს კი მართლაც ჩინებული საჩუქარი იქნება!“

როდესაც მკურნალობის ღმერთმა ასკლეპიოსმა დააგროვა საკმაო გამოცდილება საექიმო ხელოვნებაში, ათენამ მას მედუზა გორგონას სისხლი უბოძა. გორგონას სხეულის მარცხენა ნაწილიდან მომდინარე სისხლი კლავდა ადამიანებს, ხოლო მარჯვენადან აცოცხლებდა. სწორედ ამ სისხლს იყენებდა ასკლეპიოსი ადამიანების გადასარჩენად.
ერთ ერთი ვერსიით გორგონა მედუზას ჰეფესტოსგან ყავდა ვაჟი - ცეცხლისმფრქვეველი სამთავა გოლიათი კაკუსი, რომლის დამარცხებაშიც ჰერაკლეს კაკუსის დამ კაკამ შეუწო ხელი.
No comments:
Post a Comment