ჰესიოდეს მიხედვით სულ ორი გრაიაა: პემფრედო და ენიო.
ფსევდო აპოლოდორეს მიხედვით გრაიები სამნი არიან:
1. დეინო (დინო) - ცახცახი, კანკალი. სპექეოსისგან მას ორფელი ნიმფები ეყოლა
2. ენიო - საშინელება, ჰქონდა ასევე ეპითეტი: ქალაქთა გამანადგურებელი, მოიხსენიება როგორც არესის თანამგზავრი.
3. პემფრედო (პორფრედო)- მღელვარება.
ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს რომ ერთ ერთ გრაიას ერქვა პერსიდე ან პერსო.
ცხოვრობენ გრაიები უკიდურეს დასავლეთში გორნოგების და ჰესპერიდების მახლობლად.
გრაიებს დაბადებიდანვე ჰქონდათ თეთრი თქმა. გადმოცემის თანახმად ერთადერთი საერთო თვალი ჰქონდათ და ასევე ერთი კბილი. ესქილე წერს მათზე: "გარეგნობით გედებს გვანან, მაგრამ ერთი საერთო თვალი აქვთ, და ერთადერთი კბილი"
საერთო თვალს დები რიგრიგობით ხმარობდნენ. ვისაც ხილული თვალი ეპყრა, იმას დაჰყავდა თავისი ორი უსინათლო და. შემდეგ, ის ამ თვალს მეორეს გადასცემდა, მეორე – მესამეს და ასე გრძელდებოდა
ჰერმესმა პერსევსი იქვე ჩაასაფრა. თვალის გადაცემისას, იმ ერთადერთ მომენტში, როცა სამივე და ვერ ხედავდა, ჰერმესი სამალავიდან გადმოხტა და ეს საუნჯე წაართვა დებს. უმწეო და შეწუხებულმა გრაიებმა პერსევს ვედრება დაუწყეს და აღუთქვეს, რომ თუ თვალს დაუბრუნებდა, ყველაფერს შეუსრულებდნენ. მაშინ ჭაბუკმა სტიქსელი ნიმფების ადგილსამყოფელის გამხელა მოსთხოვა(სხვა ვერსიით მედუზა გორგონას ადგილსამყოფელი). მათაც სხვა გზა არ ჰქონდათ და თვალის სანაცვლოდ პირობა შეუსრულეს. პერსევსი იმ წამსვე იქ გაჩნდა, საჭირო ნივთები წამოიღო (მფრინავი სანდლები, ჩანთა და ჰადესის უჩინმაჩინის მუზარადი) და გაფრინდა ჰიპერბორეელთა ქვეყანაში.
გოეთეს "ფაუსტს" ვკითხულობ და ჯობდა ჯერ მითოლოგია მესწავლა :D ეს პერსონაჟები მჭირდება
ReplyDeleteმეც მაგ ხრიოკს ამოვყევი :DDD
Delete