ლადონი ჰერამ ჰესპერიდების ბაღში ვაშლების მცველად დააყენა. ძილი არასოდეს ეკარებოდა ლადონის მარად ფხიზელ თვალებს და ერთთავად მომგვრელი სისინ–შხივილი ისმოდა მის სიახლოვეს. საოცარი ის იყო, რომ ასივე ყელიდან სულ სხვადასხვანაირი ხმა ამოდიოდა და ეს ქვეწარმავლური მრავალხმიანობა უერთდებოდა ხმატკბილი ჰესპერიდების გალობას.
ამ ურჩხულისათვის უნდა გამოეტაცა ჰერაკლეს ჰესპერიდების ოქროს ვაშლები, ასეთი იყო ევრისთევსის მორიგი დავალება. (ჰერაკლეს XI გმირობა)
პრომეთეს რჩევით ჰერაკლემ ატლასს სთხოვა, ამ დავალების აღსრულებამდე ცის თაღი მე დამადგიო მხრებზე.
ატლასმა თხოვნა პირნათლად შეასრულა, ბაღთან მივიდა, დრაკონი ლადონი ჩააძინა, მოკლა, ჰესპერიდებს მოატყუა, სამი ვაშლი მოწყვიტა და ჰერაკლეს მოუტანა...
სხვა ვერსიით ჰერაკლემ მოკლა ლადონი ისრით, რომელიც ლერნეს ჰიდრას შხამით იყო გაჟღენთილი.
No comments:
Post a Comment