მორფევსს ყავდა ორი ძმა: ფობეტორი ( სიზმრებში ცხოველის და ფრინველის სახეს ღებულობს ) და ფანტაზია (ადამიანებს ძილში უსულო საგნად ევლინება).
მორფევსს შეეძლო ნებისმიერი ადამიანის სახის და ფორმის მიღება და ისე გამოცხადება სიზმრებში. მას შეეძლო ადამიანების ხმის ტემბრის და საუბრის სტილის ზუსტი მიბაძვა.
ბერძნები გამოსახავდნენ ახალგაზრდა ყმაწვილად ფრთებით საფეთქლებზე ან წვერიან მოხუცად ყაყაჩოთი ხელში. მორფევსს ავალია მეფეების და გმირების სიზმრების კონტროლი.
მორფევსის მთავარი სიმბოლოა - გაორებული კარიბჭე სიზმრების სამყაროში. ერთი კარიბჭე - ცრუ სიზმრებისთვის, მეორე კი ნამდვილი სიზმრებისთვის.
მორფევსს ხშირად გამოსახავდნენ შავ ტანისამოსში, ხელში თასი ეჭირა ყაყაჩოს წვენით, რომელიც ადუნებს, გააჩნია დამაწყნარებელი ზემოქმედება. მორფევსს თავზე გვირგვინი ადგას ყაყაჩოებისგან, რაც სიზმრებს განასახიერებს.
ბერძნები მორფევსს ლარნაკებზე გამოსახავდნენ, ხოლო რომაელები სარკოფაგებზე.
No comments:
Post a Comment