სხვა ვერსიის მიხედვით ურანისა და გეას ვაჟიშვილი.
ფორკინის და მისი დის კეტოს კავშირით მრავალი ურჩხული მოევლინა ქვეყანას: გორგონები, გრაები, მითის ერთ ერთი ვერსიით ჰესპერიდები და ასთავიანი დრაკონი ლადონი, ოქროს ვაშლების მცველი. სხვა ვერსიების მიხედვით სირენებიც ფორკინის ასულები არიან.
ფორკინი თავის მეუღლესთან კეტოსთან ერთად ზღვის შტორმებით შიშის ზარს სცემდნენ მეზღვაურებს.
ფორკინისა და ჰეკატეს ან კრატეიდეს სასიყვარულო კავშირით დაიბადა ურჩხული სცილა (სკილა).
ფორკისი პოლემოსის და ნიმფა ფოოსეს მამა, პოლიფემოსის ბაბუა.
სწორედ ფორკინი იყო ტროელი ზღვის ურჩხულის მამა, რომელსაც პოსეიდონმა უბრძანა ტროას მაცხოვრებლები შეევიწროვებინა, ტროას მეფის დასჯის მიზნით, რომელმაც მადლობა არ გადაუხადა პოსეიდონს ქალაქის საზღვრების დაცვისთვის.
No comments:
Post a Comment