დორიდეს ქმარი, 50 ნერეიდის მამა. ნერეიდებს შორის ყველაზე ცნობილია: ამფიტრიტე - პოსეიდონის ცოლი, გალათეა - ციკლოპ პოლიფემოსის შეყვარებული, თეტიდა - ნერეიდების გუნდის ხელმძღვანელი, ზევსს და პოსეიდონს უნდოდათ ის ცოლად, მაგრამ მან მოკვდავი პელევსი აირჩია.(არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც უკავშირდება წინასწარმეტყველებას, რომ თეტიდას ვაჟი მამას გადააჭარბებსო, ამიტომაც აიღო ხელი მასზე ზევსმა და მოკვდავ პელევსს გააყოლა)
ნერევსს თავისი ქალიშვილები ჰყავდა ეგეოსის ზღვის სიღრმეში აგებულ სასახლეში. ნერევსი გამოისახებოდა ჭკვიან, მშვიდ, წვერიან მოხუცად, ზოგ გამოსახულებებში ნერევსს წვერებად და თმებად წყალმცენარეები ჰქონდა
ნერევსი მშვიდი ზღვის განსახიერებაა, კეთილი, ბრძენი და სამართლიანობის მოყვარე მოხუცი.
იგი დაჯილდოვებული იყო წინასწარმეტყველების ნიჭით, მაგრამ იმისათვის რომ ეს ნიჭი გამოიყენო, უნდა დაიმორჩილო იგი, ეს კი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ნერევსი იცვლიდა სახეებს.
ნერევსს უკავშირდება ჰერაკლეს XI გმირობა. ჰერაკლე ჰესპერიდების ბაღისკენ მიმავალი გზის გაგებას ცდილობდა. გზაში მას ზღვის ნიმფები შეხვდნენ, რომლებმაც ნერევსის ნიჭზე უამბეს, და ურჩიეს მძინარეს მიეპარე, შებოჭე და აიძულე, გზა მიგასწავლოსო.
ჰერაკლე ასეც მოიქცა. დაჭერით კი დაიჭირა, შებოჭა კიდეც, მაგრამ მდინარის ღმერთი თავისი ძველი ჩვეულებისამებრ ათასნაირ სახეს იღებდა, რომ მისი მკლავებისათვის თავი დაეღწია. ბოლოს, როცა ვერაფერს გახდა, დაცხრა და გმირს ასწავლა გზა ჰესპერიდების ბაღისკენ.
არსებობს მითი ნერევსის ძეზე სახელად ნერითე, რომელიც აფროდიტემ შეიყვარა წყალქვეშა სამყაროში ყოფნისას. როდესაც აფროდიტე ტოვებდა ზღვას, მან უბოძა ნერითეს ფრთები, მაგრამ უარი მიიღო საჩუქარზე, რის გამოც ქალღმერთმა ის მოლუსკად გადააქცია, ხოლო ფრთები ეროსს ერგო.
No comments:
Post a Comment