11 December 2012

ტეთისი

ტეთისი - ტიტანიდა.  ურანოსის და გეას ქალიშვილი. ოკეანოსის და და მეუღლე.  ოკეანიდებისა და მდინარეების ღვთაებების დედა.
 თეოგონიის მიხედვით ტეთისმა ოკეანოსს უშვა ბობოქარი მდინარეები: ნილოსი, ალფეოსი და ღრმამორევიანი ერიდანოსი. აგრეთვე ლამაზტალღებიანი ისტროსი(დუნაი), ფაზისი, რესოსი და ვერცხლივით ელვარე აქელოოსი.
ტეთისი ყველაფრისათვის სიცოცხლის მიმცემ დედად ითვლებოდა.
ტეთისმა და ოკეანოსმა შეიფარეს ზევსისაგან დევნილი ჰერა, რის გამოც ამის მერე ჰერა მათი ხშირი და სასურველი სტუმარი გახდა.

ოკეანოსი და ტეთისი წყლის სტიქიას განასახიერებდნენ, რის გამოც მათ ჩვეულებრივად საერთო სამლოცველოებს უშენებდნენ.

 ტიტანების და ოლიმპიელი ღმერთების ათწლიანი ბრძოლის დროს, რეამ თავისი საყვარელი ქალიშვილი ჰერა - ტეთისს და ოკეანოსს დაუტოვა, სადაც  ხმაურიანი ოლიმპოსგან მოშორებით,  იგი სიწყნარეში  და სიმშვიდეში აღიზარდა და დაბრძენდა.
ოკეანოსი და ტეთისი ხშირად ჩხუბობდნენ, ჰერა კი ყოველთვის სწრაფად და მოხერხებულად ახერხებდა მათ შერიგებას.

მოგვიანებით ტეთისი ისიდასთან გააიგივეს. პოეზიაში ტეთისს ზღვას უწოდებენ.

No comments:

Post a Comment