11 December 2012

მნემოსინე

მნემოსინე - ერთ-ერთი ტიტანიდა, ურანოსისა და გეას ქალიშვილი.
იგი გონებისა და მეხსიერების განსახიერება, ასევე დროის ქალღმერთად ითვლება.  ზეპირსიტყვიერება, ზეპირი გადმოცემები, ისტორიები, საგები და მითები - ყველაფერი რაც არსებობს ადამიანთა მეხსიერებაში მნემოსინეს ემორჩილება.

მნემოსინე ცხრა მუზის დედაა. მითის მიხედვით მუზები მან ზევსისაგან დაბადა, რომელიც მეცხვარის სახით გამოეცხადა და აცდუნა. ცხრა ღამის განმავლობაში დადიოდა ზევსი მნემოსინასთან, შესაბამისად ცხრა ქალიშვილი ეყოლათ. მუზები განასახიერებდნენ ადამიანის ინტელექტუალურ და მხატვრტულ შესაძლებლობებს.

პავსანიის ცნობებით, ტროფონიის გამოქვაბულის სიახლოვეს იყო ორი წყარო: ლეთე (დავიწყების წყარო) და მნემოსინე (მეხსიერების წყარო)

მნემოსინე ყოვლისმცოდნე იყო, მან იცოდა რა იყო წარსულში, რა არის აწმყოში და რა იქნება მომავალში. როდესაც პოეტს ეუფლებიან მუზები, ის სვამს მნემოსინეს წყაროდან, ეს ნიშნავს, რომ ის შეიცნობს ყოველივეს  ”ფუძეებს”  და  ”საწყისებს ”...

No comments:

Post a Comment