12 December 2012

რეა

რეა - უფროსი ტიტანიდა. ურანოსისა და გეას ქალიშვილი. კრონოსის და და მეუღლე. რეა არის ჰესტიის, დემეტრას, ჰერას, აიდის, პოსეიდონის და ზევსის დედა, რომლებსაც ასევე კრონიდებს უწოდებენ.

რეა ნიშნავს ”ნაკადს” და ”უშუალობას”. ასევე ის ”დიდ დედად” მოიხსენიება. რეა განასახიერებდა დროის მიმდინარეობას და თაობების წარმოქმნის უწვეტ პროცესს. ასევე მშობიარობის წყლებს, რძეს და მენსტრუალურ სისხლს.

გეამ უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.

 ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა, მის მაგივრად ჩვრებში ქვა გაახვია და კრონოსს მისცა გადასაყლაპად, პატარა ზევსი კი ურანოსის და გეას რჩევით  საიმედოდ  გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები (ქურუმები) იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ.

რეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში მან შვა და აღზარდა ზევსი. კრონოსს ახალშობილი ზევსის ხმა რომ არ გაეგო და ჩვეულებისამებრ არ ჩაეყლაპა, კურიტები ბავშვის ყოველ წამოტირებაზე ფარებზე იარაღის ცემით დიდ ხმაურს ატეხავდნენ ხოლმე.
ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით შეიძლება მითი იმიტომაც იყოს წარმოშობილი, რომ აეხსნათ რეას დღესასწაულზე დამკვიდრებული ჩვეულება. რაც სამხედრო თამაშობებითა და ფარებზე ხმლების ცემით გამოიხატებოდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით რეამ ასევე პოსეიოდონიც გადაარჩინა კანიბალი მამისაგან. მან გადამალა იგი ცხვრებში, ხოლო კრონოსს გადააყლაპა  კვიცი, დაარწმუნა რა ქმარი იმაში, რომ სწორედ კვიცი შვა.

ტიტანების და ოლიმპიელი ღმერთების ათწლიანი ბრძოლის დროს, რეამ თავისი საყვარელი ქალიშვილი ჰერა  აღსაზრდელად თავის და-ძმას ტეთისს და ოკეანოსს დაუტოვა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ტიტანომახიაში.

მოგვიანებით რეას კულტი  რომშიც გავრცელდა, იქ მას დიდი დედა შეარქვეს. ხეთაგან რეა - კიბელას შესწირეს მუხა და ნაძვი, მისი მუდმივი თანამგზავრი კი ცხოველთაგან ლომი გახდა. რეას ატრიბუტად ითვლებოდა ტიმპანი (მუსიკალური საკრავი).

 ყველაზე ხშირად რეა კიბელა მჯდომარე გამოისახებოდა. ბერძნულ რელიგიაში რეა-კიბელას არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელი ტაძარი და ჩვეულებრივ კრონოსთან ან ზევსთან ერთად გამოისახებოდა. ათენში რეასა და მისი ქმრის კრონოსის პატივსაცემად ე.წ. კრონიები იმართებოდა.

No comments:

Post a Comment