25 December 2012

ასტრეოსი

ასტრეოსი - ტიტან კრიოსის და ევრიბიას ვაჟი. პალანტის და პერსესის ძმა.

ასტრეოსი ბინდს განასახიერებდა. გარაკვირი არაა, რომ მან განთიადის ქალღმერთი ეოსი მოიყვანა ცოლად.
მათ ცხრა შვილი შეეძინათ, რომლებიც ციურ მოვლენებს უკავშირდებიან:

ოთხო ქარი: არგესტესი (სამხრეთ-დასავლეთის ქარი),  ზეფიროსი (აღმოსავლეთის ქარი), ბორეასი (ჩრდილოეთის ქარი), ნოტოსი (სამხრეთის ქარი)

ხუთი  მოხეტიალე ვარსკვლავი: ფოსფორი (ცისკრის ვარსკლავი ანუ ვენერა), ფაინონი (სატურნი), ფაეტონი (იუპიტერი), პიროეისი (მარსი), სტილბონი (მერკური)

ასტრეოსი ვარსკლავების და პლანეტების ღმერთად ითვლება. ქარების მობრძანება ვარსკვლავური და პლანეტარული განლაგებით იყო განპირობებული. შესაბამისად ასტრეოსი ასტროლოგიასაც მფარველობს.

ერთ ერთი ვერსიის მიხედვით ასტრეოსი იყო ერთ ერთი გიგანტი, რომელიც გიგანტომახიაში ღმერთების წინაამღდეგ იბრძოდა.

No comments:

Post a Comment