06 December 2012

კრიოსი

კრიოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. ერთ ერთი ტიტანი. პონტოსის ქალიშვილის, ევრიბიას ქმარი. ასტრეოსის, პალანტის, პერსესის მამა. ზოგიერთ მითის მიხედვით ურჩხული პითონის მამა.

როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა თავის ცოლთან გეასთან მიწაზე, ოთხმა ძმამ ტიტანმა კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს იგი ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა -დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.

ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.

კრიოსს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ”ცხვარს” ანუ ვერძის თანავარსკვლავედს, რომელიც გაზაფხულზე სამხრეთიდან ამოდის, რითაც ბერძნული ახალი წლის დადგომის მომასწავებელია.

კრიოსმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული. ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.

პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.

No comments:

Post a Comment