06 December 2012

ჰიპერიონი

ჰიპერიონი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. ერთ ერთი ტიტანი.  ტიტანიდა თეიას მეუღლე. ჰელიოსის(მზე), სელენესა (მთვარე) და ეოსის (განთიადი) მამა.

როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა რომ თავის ცოლთან გეასთან დაწოლილიყო , ოთხმა ძმამ ტიტანმა კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს იგი ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა -დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.

ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.

როგორც მზის მამა ბუნებრივია ჰიპერიონი აღმოსავლეთის გამგებლად ჩაითვალა.
მისი სახელი „ძალიან მაღალს“ აღნიშნავს. ცაში აღმავალი ტიტანი ხშირად ასოცირდებოდა მის შვილთან, მზის ღმერთთან ჰელიოსთან.

ჰიპერიონმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული. ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.

პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.

No comments:

Post a Comment