17 January 2013

ატლასი (ატლანტი)

ატლასი - ტიტანი იაპეტის და ოკეანიდი კლიმენეს ვაჟი. მენეთევსის, პრომეთეს და ეპიმეთეს ძმა. ცოლად მოიყვანა ოკეანიდი პლეიონე, ვისგანაც ეყოლა ქალიშვილები - პლეადები.

იმის გამო, რომ ატლასი ტიტანომახიაში ტიტანების მხარეს იბრძოდა ზევსის წინაამღდეგ,  იგი დასაჯეს და აიძულეს თავისი მხრებით დაემაგრებინა ცის თაღი. ატლასის ადგილსამყოფელად უკიდურესი დასავლეთი მიაჩნდათ, ჰესპერიდების ბაღის მახლობლად. 

სხვა ვერსიის მიხედვით ატლასს დააკისრეს მეთვალყურეობა ბოძებზე, რომლებიც დედამიწას ცისგან ყოფდნენ.

ატლასი იყო ღმერთი, რომელმაც კაცობრიობას ასტრონომიის ხელოვნება შეასწავლა, ამ ცოდნით სარგებლობდნენ მეზღვაურები ნავიგაციაში და ფერმერები სეზონებზე დაკვირვებისას. ატლასში ეს როლები გაერთიანდა,  ის გახდა ღმერთი, რომელიც აბრუნებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას თავის ღერძის გარშემო.

ატლასს უკავშირდება ჰერაკლეს 11 გმირობა: პრომეთეს რჩევით ჰერაკლემ ატლასს სთხოვა ჰესპერიდების ვაშლები მოეწყვიტა  სანამ მის მაგივრად ჰერაკლე დაიდგამდა მხრებზე ცის თაღს. ატლასმა თხოვნა პირნათლად შეასრულა, ბაღთან მივიდა, დრაკონი  ლადონი ჩააძინა, მოკლა, ჰესპერიდებს მოატყუა, სამი ვაშლი მოწყვიტა და ჰერაკლეს მოუტანა. იგემა თუ არა თავისუფლება ატლასმა, გადაწყვიტა ჰერაკლესთვის გადაებარა ცის თაღის დაჭერა.  ჰერაკლე ფიქრობდა, რა ოინი მოვიგონო, რომ ტვირთი ჩამოვიხსნაო. მან თხოვა ატლასს ცოტა ხნით დაეჭირა თაღი, სანამ ჰერაკლე თავს შეიკრავდა და ლომის ტყავს გადაიხვევდა ზურგზე... მოტყუვდა ატლასი, ეს მცირე თხოვნა სამართლიანი ეჩვენა, ზევსის შვილი კი მაშინვე გაეცალა იქაურობას.

ატლასთანაა დაკავშირებული ატლანტის ოკეანეს სახელწოდება.

 ადრე რუკების კრებულებზე გამოსახული იყო ხოლმე ატლასი, რის გამოც შემდეგში სახელწოდება მიიღო რუკების კრებულმა. არქიტექტურაში ატნალტებს უწოდებენ სვეტების მაგიერ დაყენებულ მამაკაცთა გამოსახულებებს, რომლებიც თითქოს შენობათა თაღებს ამაგრებენ.

8 comments:

  1. მომწონს ეს ბლოგი კარგი ინფორმაფიები დევს

    ReplyDelete
  2. dzaanmmagaria dzalianndamexmaret tqven xom aricit

    ReplyDelete
  3. კაი ინფორმაციაა მადლობა

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი ინფორმაციაა მადლობა

    ReplyDelete
  5. მაგარიაა ეს მჭირდებოდაა

    ReplyDelete
  6. ძაან მომეწონა👍👏👌

    ReplyDelete
  7. აი ზუსტად ამას ვეძებდი😊😊❣👍👍👍

    ReplyDelete