ჰესიოდეს მიხედვით ერინიები გეას შვილები არიან, რომლებიც დედამიწაზე ურანის მოჭრილი სასქესო ორგანოდან დაცემული სისხლის წვეთებისგან წარმოიშვნენ.
ერინიები სხვა ვერსიის მიხედვით ნიქტისა და ერებოსის ქალიშვილები არიან.
მოგვიანებით აღიარეს 3 ერინია:
1) ტისიფონე, რომელიც მათრახით ხელში ტანჯავს დამნაშავეებს ტარტაროსში და აშინებს მათ გველებით... არსებობს გადმოცემა ტისიფონეს სიყვარულის შესახებ მერე კითერონის მიმართ. როდესაც მეფემ უარყო მისი სიყვარული, ერინიამ მიასიკვდილა ის თავისი გველებით(თმებით)..
2) ალექტო - მას მედუზა გორგონას შხამი აქვს დალეული. გველის სახით ის შეაღწევს ლათინების დედოფალ ამათეს გულში, და აავსებს მას სიძულვილით, დედოფალს ჭკუას დააკარგვინებს. ასევე ალექტო საშინელი დედაბერის სახით ბრძოლის დაწყებისთვის უბიძგებს რუტულების ბელადს - ტურმეს, ამით სისხლისღვრას გამოიწვევს.
3) მეგერა - მრისხანების და შურისმაძიებლობის განსახიერება.
ერინიები სდევნიდნენ მათაც, ვინც მოკლული ნათესავის სისხლს არ აიღებდა. თუ ერინიები ადრე შურისმაძიებელ ქალღმერთებად ითვლებოდნენ, მოგვიანებით ისინი ცოდვათა მიმტევებლებად გადაიქცნენ. ამის შემდეგ მათ ევმენიდებსაც უწოდებდნენ. ეს დაკავშირებულია მითთან ორესტეს შესახებ, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა. ერინიები დევნიდნენ ორესტეს ამის გამო და გონებაც დაუბნელეს. ორესტეს დამცველებად მოევლინენ აპოლონი და ათენა. არეოპაგის სასამართლოს შემდეგ, სადაც ღმერთები ეკამათებოდნენ ერინიებს, ახალი ღმერთები ურიგდებიან ერინიებს და ამის შემდეგ ერინიები ევმენიდებად იწოდებიან. ერინიებმა დაკარგეს თავიანთი "ბოროტი სახელი" და კანონიერების დამცველებად იქცნენ.
ერინიების სახე გვხვდება ექსილეს ტრაგედიაში "ევმენიდები", სოფოკლეს "ოიდიპოსი კოლონში, და ევრიპიდეს "ორესტეა"-ში.
ერინიები გამოსახებოდნენ საშინელ, მახინჯ, მოხუც დედაკაცებად. მათ თავზე თმების მაგივრად გველები ახვევიათ, თვალებიდან სდით სისხლის ნაკადები, აცვიათ სისხლისფერი ტანისამოსი, ხელში ჩირაღდანი უჭირავთ და დამნაშავეს მისდევენ. ჩვენამდე მოღწეულია ქანდაკება : "მძინარე ერინია"
რომაულ მითოლოგიაში ერინიებს შეესაბამებიან ფურიები.
No comments:
Post a Comment