ბერძნული მითოლოგია
სფიქნსი იყო ექიდნეს და პითონის შვილი. სხვა ვერსიით ორთროსის და ქიმერას, ან ორთროსის და ექიდნეს შვილი.
ჰერამ მიავლინა სფინქსი ქალაქ თებეში, სადაც ის ერთ-ერთ მთავარი შესასვლელის მახლობელ კლდეზე დასახლდა და გამვლელ-გამომვლელს გამოცანას ეუბნებოდა. გამოცანის შინაარსი ასეთი იყო: რა იყო ისეთი არსება, რომელიც დილას ოთხი ფეხით დადიოდა, შუადღისას ორით, და საღამოს სამით. გამოცანის გამომცნობი არავინ ჩანდა და ამიტომ სფინქსი უმოწყალოდ ანადგურებდა თებეს მოსახლეობას, მათ შორის მოკვდა თებეს მეფის კრეონტის ძე. მეფემ გადაწყვიტა ჯილდო დაეწესებინა ქალაქის სფინქსისგან განთავისუფლებაში. ჯილდოდ საკუთარ დას - იოაკასტეს გააყოლებდა ცოლად.
რამოდენიმე ხნის შემდეგ, როცა ქალაქი თითქმის განახევრდა, თებეს ოიდიპოსი მოევლინა, სფინქსს გამოცანა ამოუხსნა - უთხრა: ეს ხომ ადამიანიაო, გამწარებული სფინქსი თავისით გადავარდა უფსკრულში. მითის სხვა ვერსიით ოიდიპოსმა მოკლა სფინქსი.
No comments:
Post a Comment