07 December 2012

ოკეანოსი (ოკეანე)

ოკეანოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) შვილი. ერთ ერთი ტიტანი. ტიტანიდა ტეთისის ძმა და მეუღლე. ჰყავდა 3000 ვაჟი  და 3000 ქალიშვილი, ე.წ. ოკეანიდები.

სხვა ვერსიების მიხედვით ოკეანოსის შვილებად მიჩნეულნი არიან ასევე კერკოპები (მაიმუნისმაგვარი ჯამბაზი მამაკაცები) და ტრიპტოლემოსი. 

ოკეანოსი განასახიერებდა მდინარეს, რომელიც გარს უვლის დედამიწას. ოკეანოსიდან გამოედინება ზღვის ყველა დინება, მდინარე, ნაკადული თუ წყარო. ოკეანოსიდან ამოდის და ოკეანოსში ჩადის მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

ოკეანოსი არ მონაწილეობდა არც საკუთარი მამის - ურანოსის წინაამღდეგ შეთქმულებაში და არც ზევსის  წინაამღდეგ ბრძოლაში და ამიტომაც შეინარჩუნა საკუთარი ძალაუფლება.

ოკეანოსი გამოირჩეოდა მშვიდობისმოყვარეობით და კეთილშობილებით. (იგი უშედეგოდ ცდილობდა ზევსის და პრომეთეს შერიგებას.)
ღმერთები პატივს მიაგებენ მოხუც ოკეანოსს, ზრუნავენ მასზე.

უკიდურეს დასავლეთში ოკეანე ეხეთქება სიცოცხლის და სიკვდილის სამყაროების საზღვრებს. ოკეანეს აღმოსავლეთში კი მიწიქვეშა სამეფოს შესასვლელია. სწორედ აქ იშვა პეგასი. ესქილე ასახელებს ოკეანოსს ფრთოსანი რაშის მფლობელად.
    ოკეანოსს გამოსახავდნენ ხარის რქებით და გველთევზის კუდით ფეხების მაგივრად.

    No comments:

    Post a Comment