06 January 2013

ასტერია

ასტერია -  ტიტან კოიოსისა და ტიტანიდი ფებეს ქალიშვილი. ლეტოს და.
პერსესის ცოლი, ჰეკატეს დედა.

ასტერია ვარსკვლავური ღვთაებაა, ის მფარველობდა ღამის ორაკულებსა და წინასწარმეტყველებებს, მათ შორის წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ნეკრომანტიას და ვარსკლავთმრიცხველობას(ასტროლოგიას)

ტიტანების დამარცხების შემდეგ ზევსი ცდილობდა ასტერიას შეცდენას, არწივად გადაიქცა და კვალდაკვალ მისდევდა ვარსკვლავურ ღვთაებას. ასტერია კი მწყერად გადაიქცა და ზღვაში ჩახტა. მის სახელწოდებას ატარებს ქალაქი ასტერია(მოგვიანებით დელოსი).

სხვა ვერსიით, როდესაც ასტერიამ უარი თქვა ზევსთან კავშირზე, ზევსმა ის მწყერად გადააქცია და ზღვაში ჩააგდო, იგი მოგვიანებით იქცა მოხეტიალე კუნძულად, რომელსაც ორტეგია უწოდეს, შემდეგ კი დელოსის სახელწოდებას ატარებდა. სწორედ ამ კუნძულზე შვა აპოლონი და არტემიდე ასტერიას დამ - ლეტომ.

სხვა ვერსიის მიხედვით, ზევსი დაეუფლა ასტერიას, ასე ქვეყანას მოევლინა ჰეკატე. შემდეგ კი ცოლად პერსესს გააყოლა.

No comments:

Post a Comment