Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ნ. Show all posts
Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ნ. Show all posts

30 November 2012

ნერეიდები

ნერეიდები - ზღვის ღმერთის ნერევსის და დორიდას ქალიშვილები, ზღვის ფერიები. ჰომეროსის მიხედვით ისინი 34 არიან, სხვა მითების მიხედვით - 100. ყველაზე გავრცელებული ვერსიითდ კი მათი რიცხვი 50-ია. ბერძნული მითოლოგია
ნერეიდები ცხოვრობენ ზღვის ფსკერზე, თავიანთი მამის - ნერევსის სასახლეში. იქ ისინი ართავენ ოქროს თითისტარებით, ცეკვავენ ზღვის ტალღების რიტმზე, მთვარიან ღამეს გამოდიან სანაპიროზე და ტრიტონებს ცეკვაში ეჯიბრებიან. ნერეიდები გულმოწყალენი არიან და ხშირად ეხმარებიან მეზღვაურებს და საერთოდ ადამიანებს. ნერეიდები დაეხმარნენ, მაგალითად არგონავტებს, აქილევსსა და სხვებს.

ყველაზე სახელგანთქმული ნერეიდები არიან:
1. ამფიტრიტე - პოსეიდონის ცოლი .
2. თეტიდა - აქილევსის დედა.
3. გალათეა - აკიდის სატრფო. ციკლოპი პოლიფემოსი იყო მასზე შეყვარებული.

ნერეიდებს თაყვანს სცემდნენ განსაკუთრებით კუნძულებისა და ზღვის სანაპიროთა მცხოვრებლები. ნერეიდები გამოისახებონენ ულამაზეს ახალგაზრდა ქალებად, გარს ეხვიათ ათასგვარი ზღვაში მობინადრე ურჩხულები და ტრიტონები. ხშირად გამოსახებოდნენ ტრიტონის ან დელფინის ზურგზე მოცეკვავენი. 
                                                                                                                                 პოსეიდონს მოეწონა ამფიტრიტე

26 October 2012

ნერევსი (ნერეი)

ნერევსი - ზღვის უძველესი ღმერთი. პონტოსისა და გეას ვაჟი, ფორკინის, ევრიდიას, თავმანტის და კეტოს ძმა ბერძნული მითოლოგია
დორიდეს ქმარი, 50 ნერეიდის მამა. ნერეიდებს შორის ყველაზე ცნობილია: ამფიტრიტე - პოსეიდონის ცოლი,  გალათეა - ციკლოპ პოლიფემოსის შეყვარებული, თეტიდა - ნერეიდების გუნდის ხელმძღვანელი, ზევსს და პოსეიდონს უნდოდათ ის ცოლად, მაგრამ მან მოკვდავი  პელევსი აირჩია.(არსებობს სხვა ვერსიაც, რომელიც უკავშირდება წინასწარმეტყველებას, რომ თეტიდას ვაჟი მამას გადააჭარბებსო, ამიტომაც აიღო ხელი მასზე  ზევსმა და მოკვდავ პელევსს გააყოლა)

ნერევსს თავისი ქალიშვილები ჰყავდა ეგეოსის ზღვის სიღრმეში აგებულ სასახლეში. ნერევსი გამოისახებოდა ჭკვიან, მშვიდ, წვერიან მოხუცად, ზოგ გამოსახულებებში ნერევსს წვერებად და  თმებად წყალმცენარეები ჰქონდა

24 October 2012

ნემეის ლომი

ნემეის ლომი - საშინელი მტაცებელი, რომელმაც მთელი არგოლიდა გადანგურების პირას მიიყვანა. ტიფონისა და ექიდნეს შვილი. ქიმერას, ლერნეს ჰიდრას, ცერბერის, ორთროსის და სხვა ურჩხულების ძმა.
ნემეის ლომს უზარმაზარი ტანი ჰქონდა და ტყავიც ისეთი მყარი, რომ ვერცერთი იარაღი ვერ ავნებდა. ბერძნული მითოლოგია
ჰეროდოტეს მიხედვით ნემეის ლომი მთვარიდან გადმოვარდა, და ცხოვრობდა ქალაქ ნემეის მახლობლად (პელოპონესი, არგოლიდა). ერთ ერთი ვერსიით ნემეის ლომი ჰერამ ან სელენამ გამოკვება.(გამოზარდა)

30 September 2012

ნემესიდა (ნემესისი)

ნემესიდა - შურისძიების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. ნიქტის (ღამე) ქალიშვილი. თანატოსის, ჰიპნოსის, ერიდას და. ბერძნული მითოლოგია
ნემესიდა ბერძნების ერთ ერთი ყველაზე ძველი და საპატივცემო ქალღმერთია.

თავიდან ის მორალისა და პატიოსნების განსახიერებად ითვლებოდა. მოგვიანებით კი აღიარეს ღვთაებად, რომელიც სჯიდა ბუნების კანონზომიერების დამრღვევ ადამიანებს.

ნემესიდა თანაბარი სიმკაცრით სჯიდა სხვისი ბედნიერების მომსპობსა და საკუთარი ბედნიერებით გაამაყებულებს (მაგალითად: მან დასაჯა ნიობე).
კიდევ უფრო გვიან ნემესიდა იქცა შურისძიების ქალღმერთად.

ერთ-ერთი მითის მიხედვით ნემესიდა ზევსის ცოლი და ელენას დედაა. ზევსისაგან განრიდების მიზნით ნემესიდა გადაიქცა სხვადასხვა ცხოველებად, თევზებად, ბატად და სხვა, მაგრამ თავს მაინც ვერ უშველა და ბატად ქცეულს გედად ქცეული ზევსი მაინც დაუკავშირდა. ბატად ქცეულმა ნემესიდამ კვერცხი დადო და ამ კვერცხიდან  ელენე გამოიჩეკა ( ხშირად ნემესიდას მაგივრად ლედაა დასახელებული).
 ნემესიდას კულტი ხანდახან ერწყმის გეას და აფროდიტეს კულტს. ნემესიდას რომში განსაკუთრებით ჯარისკაცები აღიარებდნენ. ნემესიდა გამოისახებოდა ჩაფიქრებულ, ძალღონით აღსავსე ქალად. თან ახლდა სხვადასხვა ატრიბუტი. გადატანითი მნიშვნელობით ნემესიდა ნიშნავს დამსახურებულ ბედს, ზოგჯერ შურისძიებას.

25 September 2012

ნიქტი (ნიკტი)

ღამის ქალღმერთი. ჰესიოდეს მიხედვით იგი ქაოსის ქალიშვილია და ერებოსის (წყვდიადი) დაა.
ერებოსისგან მან დაბადა ნათელი ეთერი და ჰემერა (დღე). ამის გარდა, იმის გამო, რომ ნიქტისა და ერებოსის ქორწინება არაკანონიერი იყო, მათი ქორწინების შედეგად წარმოიშვნენ: თანატოსი (სიკვდილი), ჰიპნოსი (ძილი), კერა (ძალადობრივი სიკვდილი), ნემესიდა (შურისძიება), მოირები (ბედისწერის ქალღმერთები), ერიდა (განხეთქილება), ჰერასე (სიბერე), ქარონი (მკვდრების გადამზიდავი ჯოჯოხეთში), აპათე (ტყუილი), ონირე (ცრუ სიზმრები), მომოსი (დაცინვა), ბოროტი დემონები, მწუხარება და ათასი სხვა უბედურება, რომელიც, მითის თანახმად, თან სდევნის და აწუხებს ამ დროიდან ადამიანებს. ბერძნული მითოლოგია

ნიქტი ცხოვრობს ჰადესში (ტარტაროსში) და ყოველდღიურად გამოდის იქიდან დასავლეთის ჭიშკრით. ხელში აყვანილი ყავს ხოლმე ჰიპნოსი და თანატოსი. აქ, ნიქტი და  ჰემერა (დღე) ხვდებიან ერთმანეთს ერთმანეთის ჩანაცვლებით და დედამიწას უვლიან გარსს.

ორფელების აზრით, ნიქტი მსოფლიოს არსებობის პირველად მიზეზია და თავისი თვისებებით სიკვდილის ღვთაებას უახლოვდება.
ბერძნული ტრაგედიების მიხედვით, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ნიქტი ვარსკვლავებით მოჭედილი ფრთოსანი ეტლით დაფრინავს ცაში ჰადესიდან ამოსვლის შემდეგ. პერგამის ტაძრის ფასადზე ნიქტი ახალგაზრდა ქალადაა წარმოდგენილი, რომელსაც ხელში სფერო უჭირავს. თასების ფერწერაში ნიქტი ყველაზე ხშირად თანატოსთან და ჰიპნოსთან არის გამოსახული.