Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ო. Show all posts
Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ო. Show all posts

23 December 2012

ოკეანიდები

ოკეანიდები - ოკეანოსის და ტეთისის ასულები
ზღვის ნიმფები.  ჰესიოდეს მიხედვით მათი რიცხვი სამი ათასია. ჰყავდათ ამდენივე ძმა - მდინარეების ღვთაებები. ოკეანიდებს კავშირი ჰქონდათ როგორც უკვდავ ღმერთებთან ასევე ადამიანებთანაც.

ოკეანიდები ითვლებიან ახალი თაობების აღმზრდელებად. 

ოკეანიდებს პოეტები ზღვის ქალწულებად ხატავდნენ, ხელოვანნი კი უფრო ხშირად თევზისბოლოიან ქალიშვილებად, რომელთაც ზღვის ბალახების გვირგვინი და ნიჟარების ფარღული ამშვენებდა, ხელშიც ნიჟარა ეჭირათ და დელფინებით სერავდნენ ზღვის ტალღებს.

ყველაზე მეტად განთქმულნი ოკეანიდებს შორის არიან:

მეტიდა (ზევსის პირველი ცოლი, ათენას დედა)
კლიმენე (ტიტან იაპეტის ცოლი, ატლანტოსის, პრომეთეს და ეპიმეთეს დედა)
ევრინომე (ოფიონეს ცოლი, ქარიტების დედა (ზევსისგან))
პლეიონე (ატლანტოსის ცოლი, პლეადების დედა)
პერსე (ჰელიოსის ცოლი, კოლხეთის მეფის აიეტის, კირკეს და პასიფაესას დედა)
დორიდე (ნერევსის ცოლი, ნერეიდების დედა)
ჰესიონა (პრომეთეს ცოლი)
კალიროე (ჰრისაორის ცოლი, სამთავიანი გერიონის დედა)

07 December 2012

ოკეანოსი (ოკეანე)

ოკეანოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) შვილი. ერთ ერთი ტიტანი. ტიტანიდა ტეთისის ძმა და მეუღლე. ჰყავდა 3000 ვაჟი  და 3000 ქალიშვილი, ე.წ. ოკეანიდები.

სხვა ვერსიების მიხედვით ოკეანოსის შვილებად მიჩნეულნი არიან ასევე კერკოპები (მაიმუნისმაგვარი ჯამბაზი მამაკაცები) და ტრიპტოლემოსი. 

ოკეანოსი განასახიერებდა მდინარეს, რომელიც გარს უვლის დედამიწას. ოკეანოსიდან გამოედინება ზღვის ყველა დინება, მდინარე, ნაკადული თუ წყარო. ოკეანოსიდან ამოდის და ოკეანოსში ჩადის მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

ოკეანოსი არ მონაწილეობდა არც საკუთარი მამის - ურანოსის წინაამღდეგ შეთქმულებაში და არც ზევსის  წინაამღდეგ ბრძოლაში და ამიტომაც შეინარჩუნა საკუთარი ძალაუფლება.

ოკეანოსი გამოირჩეოდა მშვიდობისმოყვარეობით და კეთილშობილებით. (იგი უშედეგოდ ცდილობდა ზევსის და პრომეთეს შერიგებას.)
ღმერთები პატივს მიაგებენ მოხუც ოკეანოსს, ზრუნავენ მასზე.

უკიდურეს დასავლეთში ოკეანე ეხეთქება სიცოცხლის და სიკვდილის სამყაროების საზღვრებს. ოკეანეს აღმოსავლეთში კი მიწიქვეშა სამეფოს შესასვლელია. სწორედ აქ იშვა პეგასი. ესქილე ასახელებს ოკეანოსს ფრთოსანი რაშის მფლობელად.
    ოკეანოსს გამოსახავდნენ ხარის რქებით და გველთევზის კუდით ფეხების მაგივრად.

    17 October 2012

    ორთროსი (ორფოსი)


    ორთროსი - ტიფონისა და ექიდნეს ვაჟი. ცერბერის და სხვა საშინელი არსებების ძმა.
    ორთროსისა და ექიდნეს კავშირით დაიბადა სფინქსი.
    ბერძნული მითოლოგია

    ორთროსი იყო ორთავიანი ქოფაკი, რომელსაც ასევე 7 დრაკონის თავი ჰქონდა.

    ორთროსი ემსახურებოდა გოლიათ გერიონს და მის საქონლის ჯოგს დარაჯობდა.
    ჰერაკლეს მოუწია მასთან შებრძოლება, ხარების მოტაცებისას ჰერაკლემ კომბლით მოკლა ორთროსი (ჰერაკლეს X გმირობა)

    პოლუქსეს მიხედვით იბერიაში ორთროსს სამლოცველოები ჰქონდა. ამ მხარეში მას გარგეთიუსის სახელით იცნობდნენ.