Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ქ. Show all posts
Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ქ. Show all posts

17 October 2012

ქიმერა

ქიმერა - ტიფონისა და ექიდნეს ქალიშვილი. ბერძნული მითოლოგია
მას სამი თავი აქვს: ლომის, თხისა და დრაკონის. სხვადასხვა მითის მიხედვით ქიმერა ცხოვრობდა სხვადასხვა ადგილას. მაგ: ლიკიაში, ფრიგიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში და სხვა.
 გუდავს და სპობს ყოველ ცოცხალ არსებას, აპარტახებს ქვეყანას. 

ქიმერას აღმზრდელად ითვლება ლიკიელი ამისოდარე. პირველი ცნობები ქიმერაზე გვხვდება ილიადაში, სადაც ის ლომისთავიანი, თხისტანიანი და დრაკონისკუდიანი ცეცხლისმფრქვეველი ურჩხულია. 



ბელეროფონტის შესახებ არსებულ მითში საუბარია იმაზე,  რომ მან ისრით მოკლა ქიმერა ლიკიაში, კრაგის მთაზე ფრთოსანი რაშის პეგასის დახმარებით.

10 October 2012

ქარონი

ქარონი ბერძნულ მითოლოგიაში ერებოსის (წყვდიადი) და ნიქტის (ღამე) ვაჟი. თანატოსის, ჰიპნოსის, ნემესიდას, მოირების, ჰემერას, ეთერის, მომოსის და ერიდას ძმა.


ქარონი ცხოვრობდა მიწისქვეშეთში და მდინარე სტიქსზე ან აქერონტზე (სევდის მდინარე) გადაყავდა მიცვალებულთა სულები. ლეგენდების თანახმად ქარონს სულები ჰადესის კარამდე მიყავს და იქ ართმევს გასამრჯელოს მეგზურობასა და მომსახურებისთვის. ამის გამო ძველად საბერძნეთში მიცვალებულებს პირში მონეტებს უდებდნენ. ამ რიტუალს საბერძნეთში “ნავლონს”, ხოლო რომში “დონაციას” უწოდებდნენ.

25 September 2012

ქაოსი

ცარიელი სივრცე, რომელიც სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ქაოსმა წარმოშვა
გეა (მიწა), ეროსი (სიყვარული), ნიკტი (ღამე), ერებოსი (წყვდიადი), ტარტაროსი (უფსკრული) ბერძნული მითოლოგია
ნიქტი და ერებოსი უშუალოდ ქაოსის შვილები არიან, ხოლო გეა, ეროსი და ტარტაროსი ქაოსის შედეგად თავისით წარმოიშვნენ.  (თეოგონია)

ორფელების წარმოდგენით ქაოსი ქრონოსის შვილია.
ბერძნებს ქაოსი წარმოდგენილი ქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა.

17 September 2012

ქრონოსი

ქრონოსი - დროის განმასახიერებელი ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.
 ორფელების მიხედვით იგი ზევსისა და გეას მსგავსად მსოფლიოს ერთ ერთი საწყისია. 
ბერძნული მითოლოგია
ცეცხლი, ჰაერი და წყალი, რომლისაგანაც ღმერთებმა შემდეგ მრავალი რამ შექმნეს, სწორედ ქრონოსმა დაბადა.

 ზოგჯერ ქრონოსს კრონოსთან აიგივებენ. რომში ქრონოსი სატუნრთანაც გააიგივეს და ამის გამო ისიც დროის განმასახიერებლ ღმერთად იქცა. ქრონოსი გამოისახება მოხუცად, რომელსაც ხელში ცელი უჭირავს, რაც დროისაგან ყველაფრის მოცელვის, მოსპობის სიმბოლური გამოსახულებაა. ამ სახელწოდებიდანაა ქრონიკა, ქრონოლოგია და ა.შ.