მითის ზოგიერთი ვერსიით იგი კენტავრ ქირონის ასულია.
როგორც ნერევსის უფროსი ქალიშვილი, თეტიდა ითვლებოდა ნერეიდების უფროსად და ხელმძღვანელად. თეტიდა ხშირად ეხმარებოდა ღმერთებს და ამით მათ პატივისცემას იმსახურებდა. მაგალითად, მან მოუხმო ასხელიან გოლიათს ბრიარეოსს ზევსის დასახმარებლად, როდესაც ათენა, ჰერა, პოსეიდონმა გადაწყვიტეს ოლიმპოზე ძალაუფლება ჩაეგდოთ ხელში და ზევსს შეუკრეს ხელფეხი.
სწორედ თეტიდა მალავდა ათი წლის განმავლობაში ოლიმპოდან გადმოგდებულ ჰეფესტოს, დაეხმარა დიონისეს ლიკურგიუსისაგან თავის დაღწევაში.
თეტიდის დახმარებით არგონავტებმა შეძლეს სრუტის გავლა სცილასა (სკილა) და ქარიბდის გვერდით ავლით. ის დაცურავდა დელფინზე ამხედრებული.
ზევსმა და პოსეიდონმა შეძლეს თეტიდასთან გამიჯნურება, მაგრამ როდესაც სამისნომ იწინასწარმეტყველა თეტიდას ვაჟი სიძლიერით მამას გადააჭარბებსო, ზევსმა ხელი აიღო მასთან ქორწინებაზე და იძულების მიათხოვა მოკვდავ პელევსს.





