რეა - უფროსი ტიტანიდა. ურანოსისა და გეას ქალიშვილი. კრონოსის და და მეუღლე. რეა არის ჰესტიის, დემეტრას, ჰერას, აიდის, პოსეიდონის და ზევსის დედა, რომლებსაც ასევე კრონიდებს უწოდებენ.რეა ნიშნავს ”ნაკადს” და ”უშუალობას”. ასევე ის ”დიდ დედად” მოიხსენიება. რეა განასახიერებდა დროის მიმდინარეობას და თაობების წარმოქმნის უწვეტ პროცესს. ასევე მშობიარობის წყლებს, რძეს და მენსტრუალურ სისხლს.
გეამ უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.