Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ს. Show all posts
Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ს. Show all posts

16 January 2013

სელენე

სელენე - მთვარის ქალღმერთი. ტიტან ჰიპერიონისა და ტიტანიდი თეიას ქალიშვილი. ჰელიოსის (მზის) და ეოსის (განთიადი) და.

სელენეს ზოგჯერ მენსაც უწოდებენ, მისი კულტი აღმოსავლეთიდან შემოსული ჩანს. სელენეს წარმოშობის შესახებ არსებული მითი მას მზესთან აკავშირებს.

სელენეს ატრიბუტებია  დიდრონი ფრთები და თავზე ოქროს გვირგვინი. თითქოს სელენე დაქრის ცაზე მშვენიერი, ბრწყინვალე ეტლით, რომელშიც წყვილი თოვლისფერი ცხენია შებმული (ერთი ვარიანტის მიხედვით ეტლში ხარებია შებმული, რომელთა რქები ნამგალა მთვარის სიმბოლური გამოსახულებაა). ცის ტატნობის გადავლის შემდეგ სელენე ოკეანეში იმალება.

24 October 2012

სფინქსი (თებეს სფინქსი)

სფინქსი - ლომის ტანის და კიდურების მქონე, ქალის თავიანი, ფრთოსანი ურჩხული.
ბერძნული მითოლოგია
სფიქნსი იყო ექიდნეს და პითონის შვილი. სხვა ვერსიით ორთროსის და ქიმერას, ან ორთროსის და ექიდნეს შვილი.
ჰერამ მიავლინა სფინქსი  ქალაქ თებეში, სადაც ის  ერთ-ერთ მთავარი შესასვლელის მახლობელ კლდეზე დასახლდა და გამვლელ-გამომვლელს  გამოცანას ეუბნებოდა. გამოცანის შინაარსი ასეთი იყო: რა იყო ისეთი არსება, რომელიც დილას ოთხი ფეხით დადიოდა, შუადღისას ორით, და საღამოს სამით. გამოცანის გამომცნობი არავინ ჩანდა და ამიტომ სფინქსი უმოწყალოდ ანადგურებდა თებეს მოსახლეობას, მათ შორის მოკვდა თებეს მეფის კრეონტის ძე.  მეფემ გადაწყვიტა ჯილდო დაეწესებინა ქალაქის სფინქსისგან განთავისუფლებაში. ჯილდოდ საკუთარ დას - იოაკასტეს გააყოლებდა ცოლად.
რამოდენიმე ხნის შემდეგ, როცა ქალაქი თითქმის განახევრდა, თებეს ოიდიპოსი მოევლინა, სფინქსს გამოცანა ამოუხსნა - უთხრა: ეს ხომ ადამიანიაო, გამწარებული სფინქსი თავისით გადავარდა უფსკრულში. მითის სხვა ვერსიით ოიდიპოსმა მოკლა სფინქსი.