Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - კ. Show all posts
Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - კ. Show all posts

23 December 2012

კლიმენე

კლიმენე - ერთ ერთი ოკეანიდი. ოკეანოსის და ტეთისის ქალიშვილი.
ჰესიოდეს მიხედვით კლიმენე ტიტან იაპეტის ცოლია, ატლანტოსის, მენეთევსის, პრომეთეს და ეპიმეთეს დედა.

ტიტანი იაპეტი განაგებდა ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობას, მისი მეუღლე კლიმენე კი ხსოვნას, რომლისთვისაც იბრძოდნენ მოკვდავები მთელი ცხოვრება, რომ სიკვდილის შემდეგ მათი სახელი დარჩენილიყო ცოცხლებს შორის.

სიტყვა კლიმენეს მამრობითი ფორმა - კლიმენოსი იყო ჰადესის ერთ ერთი პოპულარული ეპითეტი.

კლიმენეს ხშირად უწოდებდნენ აზიას, ვინაიდან მიაჩნდათ მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) ქალღმერთად.

აზიას უწოდებდნენ ასევე პრომეთეს ცოლს ჰესიონეს, რის გამოც, ხშირად კლიმენეს აიგივებდნენ მასთან.
ასევე ხშირად ოკეანიდ კლიმენეს აიგივებდნენ ნიმფა კლიმენესთან, რომელიც ჰელიოსის შეყვარებული და ფაეტონის, ასტრიდეს და ჰელიადების დედა იყო.

08 December 2012

კრონოსი

კრონოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. უმცროსი ტიტანი.  ტიტანიდი რეას ქმარი. მისგან შეეძინა შვილები: ჰესტია, დემეტრა, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი და ზევსი. ხოლო ფერია ფილირასაგან ჰყავდა ვაჟი კენტავრი ქირონი.

თავდაპირველად კრონოსი - მიწათმოქმედების ღმერთი იყო, ხოლო მოგვიანებით დროის ღვთაებასთან ქრონოსთან იქნა გაიგივებული. იტალიაში კრონოსს სატურნთან აიგივებდნენ.

კრონოსის მამამ ურანოსმა გადამალა ტარტაროსში ასხელიანი გოლიათები და ციკლოპები რათა მათ დედამიწაზე სიბოროტე არ ჩაედინათ. ეს გეას ძალიან ეწყინა. მან შექმნა  მყარი და ბასრი ცელი და მოუხმო კრონოსს და მის ძმებს ტიტანებს რათა დამორჩილებოდნენ მას, კერძოდ უნდა შეწყვეტილიყო  ურანის შთამომავლობის მიღება. კრონოსმა ითავა ეს საქმე და გეას რჩევით  ჩაუსაფრდა მამას, როდესაც იგი ციდან ჩამოვიდა რომ გეასთან დაწოლილიყო,  ოთხმა ძმამ ტიტანმა: კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს მამა ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

ტიტანების და გათავისუფლებული ასხელიანი გოლიათების და ციკლოპების დახმარებით დაამხო კრონოსმა მამის ძალაუფლება და ქვეყნიერებაზე თვითონ გაბატონდა.

06 December 2012

კრიოსი

კრიოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. ერთ ერთი ტიტანი. პონტოსის ქალიშვილის, ევრიბიას ქმარი. ასტრეოსის, პალანტის, პერსესის მამა. ზოგიერთ მითის მიხედვით ურჩხული პითონის მამა.

როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა თავის ცოლთან გეასთან მიწაზე, ოთხმა ძმამ ტიტანმა კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს იგი ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა -დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.

ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.

კრიოსს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ”ცხვარს” ანუ ვერძის თანავარსკვლავედს, რომელიც გაზაფხულზე სამხრეთიდან ამოდის, რითაც ბერძნული ახალი წლის დადგომის მომასწავებელია.

კრიოსმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული. ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.

პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.

კოიოსი

კოიოსი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. ერთ ერთი ტიტანი. ტიტანიდი ფებეს ძმა და მეუღლე, ლეტოსა და ასტერიას მამა. აპოლონისა, არტემიდეს  და ჰეკატეს ბაბუა.
როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა თავის ცოლთან გეასთან რომ დაწოლილიყო, ოთხმა ძმამ ტიტანმა: კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს იგი ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.

კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა - დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.

ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.

კოიოსი და მისი მეუღლე ფებე ასევე ითვლებოდნენ ზეციური ორაკულების გამგებლებად. ისინი აკონტროლებდნენ დელფოს სამისნოსაც დედამიწაზე.

კოიოსმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული. ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.

დემეტრას წყალობით კოიოსი გამოვიდა ტარტაროსიდან, იგი გაექცა ზევსს ჩრდილოეთში, სადაც პოლარულ ვარსკვლავად გადაიქცა.

პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.

კოიოსი მიიჩნევა სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის და ზეციური ცოდნის ღმერთად. ასევე ცის ღერძის განსახიერებად, რომელზედაც გადაადგილდებიან ღრუბლები, ჰელიოსი (მზე) და სელენა (მთვარე).

11 October 2012

კერები

კერები - ნიქტის და ერებოსის  ქალიშვილები, დემონები. ჰომეროსის მიხედვით ისინი სიკვდილის სულები არიან. მათ მოაქვთ ადამიანებისთვის ტანჯვა, უბედურება და სიკვდილი. ხალხურმა გადმოცემებმა ისინი უსაშინლესი თვისებებით აღჭურვა. ბერძნული მითოლოგია
კერა - ძალადობრივი სიკვდილის განსახიერებაა.

ბერძნების წარმოდგენით კერები არიან ფრთოსანი მდედრობითი სქესის არსებები, რომლებიც მომაკვდავი ადამიანების სულებს იტაცებდნენ.

ჰესიოდე აღწერს კერებს როგორც მახინჯ, საშინელ, სისხლიანი კბილების მქონე არსებებს, რომლებიც ერთმანეთს ედავებიან ბრძოლის ველზე მკვდრების სისხლზე.

კერები ასევე იმყოფებოდნენ ბრძოლის ველზე, დაჭრილებს იჭერდნენ, მკვდრებს ათრევდნენ...
კერების საცხოვრებელი ადგილი ჰადესშია, სადაც ისინი მუდმივად იმყოფებიან აიდის და პერსეფონეს ტახტთან და ემსახურებიან მათ.