Showing posts with label მითოლოგიური ლექსიკონი - ჰ. Show all posts

16 January 2013
ჰელიოსი
ჰელიოსი - მზის ღმერთი. ტიტან ჰიპერიონისა და ტიტანიდი თეიას ვაჟი. სელენეს(მთვარე) და ეოსის (განთიადი) ძმა.
ვინაიდან ჰელიოსი მაღლა ცაში იმყოფებოდა, მისთვის ცნობილი იყო ყველა ადამიანის და ყველა ღმერთის საქმეები. დანაშაულისთვის მას შეეძლო დაებრმავებინა. ამიტომაც უხმობდნენ მას მოწმეები და შურისმაძიებლები. სწორედ ჰელიოსი ეტყვის დემეტრეს, რომ მისი ქალიშვილი პერსეფონე აიდმა მოიტაცა. ჰელიოსმა მიუტანა ენა ჰეფესტოს მისი მეუღლის აფროდიტეს მოღალატეობრივ კავშირზე არესთან. ჰელიოსმა ასევე უთხრა არტემიდეს იმის შესახებ, რომ მეფე იონეოსმა ღმერთების სიაში არ ჩართო იგი, რის გამოც არტემიდემ უზარმაზარი კალიდონური ტახი მიუგზავნა იონეოსის სამეფოს.
06 December 2012
ჰიპერიონი
ჰიპერიონი - ურანოსის (ცა) და გეას (მიწა) ვაჟი. ერთ ერთი ტიტანი. ტიტანიდა თეიას მეუღლე. ჰელიოსის(მზე), სელენესა (მთვარე) და ეოსის (განთიადი) მამა.
როდესაც ურანოსი ციდან ჩამოვიდა რომ თავის ცოლთან გეასთან დაწოლილიყო , ოთხმა ძმამ ტიტანმა კოიოსმა, ჰიპერიონმა, იაპეტმა და კრიოსმა დაიჭირეს იგი ოთხივე მხრიდან, ხოლო კრონოსმა ცელით სასქესო ორგანო მოაჭრა.
კრონოსი გახდა ტიტანების ხელმძღვანელი, ზეცის გამგებელი, ოთხმა ძმამ კი გაინაწილეს სამყაროს მხარეები. კოიოსმა- ჩრდილოეთი, ჰიპერიონმა - აღმოსავლეთი, იაპეტმა -დასავლეთი , ხოლო კრიოსმა - სამხრეთი.
ოთხი ძმა განასახიერებდა სამყაროს ოთხ ბოძს, რომლებიც აკავშირებდნენ ცას მიწასთან.
როგორც მზის მამა ბუნებრივია ჰიპერიონი აღმოსავლეთის გამგებლად ჩაითვალა.
მისი სახელი „ძალიან მაღალს“ აღნიშნავს. ცაში აღმავალი ტიტანი ხშირად ასოცირდებოდა მის შვილთან, მზის ღმერთთან ჰელიოსთან.
ჰიპერიონმა ისევე როგორც სხვა ტიტანებმა მიიღო მონაწილეობა ტიტანომახიაში, იბრძოდა ოლიმპიელი ღმერთების წინაამღდეგ, დამარცხდა და თავის და-ძმებთან ერთად ტარტაროსში იქნა ჩაგდებული. ჰესიოდეს აღწერით ეს ის ადგილია, სადაც მიწის, ცის და ზღვის ფესვები უერთდებიან ერთმანეთს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ტიტანების როგორც ცის მპყრობელების ეპითეტი.
პინდარეს მიხედვით, ზევსმა საბოლოოდ შეიწყალა ტიტანები და გაათავისუფლა ტარტაროსიდან.

17 October 2012
ჰიდრა (ლერნეს ჭაობის ჰიდრა)
ლორნეს ჭაობის ჰიდრა - ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი. ნემეის ლომის, ცერბერის, ორთროსის, ქიმერას და სხვა ურჩხულების და. ბერძნული მითოლოგია
ჰერას გამოზრდილი. ცხრა, ას- ან ათასთავიანი და ისეთი გესლიანი, რომ მისი ღვიძლის სისხლით მოწამლული ისრებით უკვდავნიც კი მოურჩენელი წყლულით იტანჯებოდნენ.
ერთ ერთი ვერსიით უსაშველოდ დიდი იყო ლორნეს ჰიდრა, ცხრათავიანი გველეშაპი. გველის ტანი ჰქონდა, ზედ კი ცხრა თავი ება, აქედან რვა მოკვდავი იყო, მეცხრე კი, – შუაში – უკვდავი და მოუხელთებელი.
ჰიდრა არგოლიდაში გაიზარდა, ლერნეს ჭაობებში, მერე ხმელეთზე გამოდიოდა, მუსრს ავლებდა ცხოველთა ჯოგებს და აოხრებდა ნათესებს.

30 September 2012
ჰიპნოსი
ჰიპნოსი - ბერძნულ მითოლოგიაში ძილის და სიზმრების ღვთაება. ნიქტის (ღამე) და ერებოსის (წყვდიადი) ძე, თანატოსის (სიკვდილი) ტყუპისცალი ძმა.
ბერძნული მითოლოგია
ჰიპნოსს ქარიტა აგლაიასგან ეყოლა შვილები - მორფევსი (სიზმრებში ნებისმიერი ადამიანის სახეს იღებს), ფობეტორი ( სიზმრებში ცხოველის და ფრინველის სახეს ღებულობს ) და ფანტაზია (ადამიანებს ძილში უსულო საგნად ევლინება).

29 September 2012
ჰემერა
ბერძნულ მითოლოგიაში ჰემერა დღის სინათლის ქალღმერთია, რომელიც დღეს განასახიერებდა. ჰესიოდეს მიხედვით იგი ნიქტის და ერებოსის ქალიშვილი და ეთერის და და მეუღლეა. (ზოგიერთი ვერსიით ასევე განთიადის ქალღმერთ ეოსის დაა).ბერძნული მითოლოგია
ჰემერას და ეთერს ეყოლათ ქალიშვილი თალასა (ზღვის ქალღმერთი), ერთ ერთი ვერსიით ჰემერა და ეთერი არიან ურანის მშობლები.
ჰემერა ითვლებოდა ჰელიოსის თანამგზავრად.
ჰემერამ მოიტაცა კეფალოსი და მისგან ფაეტონი გააჩინა.
ოლიმპიაში იგი ეოსთან ასოცირდებოდა და მემნონის დედად ითვლებოდა.(ამ ვერსიაში ის გაიგივებულია ეოსთან)
რომის პანთეონში ჰემერას დიესი შეესაბამება.
Subscribe to:
Posts (Atom)