29 September 2012

ჰემერა

ბერძნულ მითოლოგიაში ჰემერა  დღის სინათლის ქალღმერთია, რომელიც დღეს განასახიერებდა. ჰესიოდეს მიხედვით იგი ნიქტის და ერებოსის ქალიშვილი და ეთერის და და მეუღლეა. (ზოგიერთი ვერსიით ასევე განთიადის ქალღმერთ  ეოსის დაა).
ბერძნული მითოლოგია
ჰემერას და ეთერს ეყოლათ ქალიშვილი თალასა (ზღვის ქალღმერთი), ერთ ერთი ვერსიით ჰემერა და ეთერი არიან ურანის მშობლები.

ჰემერა ითვლებოდა ჰელიოსის თანამგზავრად.

 ჰემერამ მოიტაცა კეფალოსი და მისგან ფაეტონი გააჩინა.

ოლიმპიაში იგი ეოსთან ასოცირდებოდა და მემნონის დედად ითვლებოდა.(ამ ვერსიაში ის გაიგივებულია ეოსთან)

 რომის პანთეონში ჰემერას დიესი შეესაბამება.

No comments:

Post a Comment